კრივოი-როგზე რუსული რაკეტით დარტყმის შედეგად დაჭრილთაგან ოცის მდგომარეობა მძიმეა
უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის საცხოვრებელ მიკრორაიონზე რუსული ბალისტიკური რაკეტით დარტყმის შედეგად დაჭრილებს შორის 20-ის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ქალაქის თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსანდრ ვილკულის თანახმად, 7 აპრილის დილის მონაცემებით, საავადმყოფოებში რჩება 33 დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი. ვილკულის ინფორმაციით, პაციენტებიდან მძიმეა 2 ბავშვის და უფროსი ასაკის 18 პირის მდგომარეობა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4 აპრილს, საღამოს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს...

What's Your Reaction?






