ლაშა ფირცხალაიშვილი 19-წლამდე ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 19-ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა 19-წლამდე ნაკრები დატოვა...

ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი, ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2021 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, 19-წლამდე ნაკრებმა, 2022-24 წლებში, ევროპის ჩემპიონატის ორი საკვალიფიკაციო რაუნდი ითამაშა. ხოლო 2025 წლის მარტში, ელიტ რაუნდში მიიღო მონაწილეობა.
ეროვნული გუნდების სახელით, გვინდა ლაშას მადლობა გადავუხადოთ განვლილი წლებისთვის და წარმატება ვუსურვოთ კარიერაში.
nakrebi.ge
What's Your Reaction?






