"ლოკომოტივი" ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა

თბილისის "ლოკომოტივი" ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა

ივლ. 27, 2025 - 03:27
 0
"ლოკომოტივი" ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა

თბილისის "ლოკომოტივი" საქართველოს თასის 1/4 ფინალშია.

1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრაში "ლოკომ" სტუმრად, სართიჭალაში "შტურმი" 2:1 დაამარცხა.

გუნდი გიორგი გვასალიას გოლით აგებდა. 48-ე წუთზე ანგარიში სანდრო შაშიაშვილმა გაათანაბრა, ხოლო გამარჯვება ნიკოლოზ ყველაშვილმა 52-ე წუთზე მოგვიტანა.

შეგახსენებთ, რომ 1/16 ფინალში ლოკომ საგურამოში დინამო თბილისი 2-ს 3:0 მოუგო.

ლოკომოტივის მეტოქე საქართველოს თასის 1/4 ფინალში წილისყრის შედეგად გაირკვევა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow