მაია ორჯონიკიძე: კაცი მუსიკოსი იყო, დიჯეი… ჰო, ვოლოდიმირ ზელენსკი მსახიობი იყო წინა ცხოვრებაში, რონალდ რეიგანიც… დიახ, გმირობას პროფესია არა აქვს, გმირობის პოტენციალი სულის თვისებაა

“წარმოიდგინეთ: მსოფლიოს ერთერთ უბოროტეს ქვეყანაში ცხოვრობ, ხარ შენი ქვეყნის-უკრაინის პატრიოტი კაცი და ორკებით გარემოცული, მთლად რუსეთის ფსბ-ს შენობის შორიახლოს წელიწადნახევარი (!) დაუღალავად მუშაობ შენი სამშობლოსთვის: ყოველდღიურად რამხელა სტრესში ცხოვრობ, რა ფსიქიკური გამძლეობა გაქვს, ბუნებრივი შიშის მუდმივი დათრგუნვა გიწევს და მიზნისკენ გადაუჭარბებლად-გმირული სწრაფვის უნარი გაქვს. და რაც მთავარია, ამ შენს თავგანწირვას და სიყვარულს სრული ტრიუმფით აგვირგვინებ, […]

ივნ. 4, 2025 - 20:57
 0
მაია ორჯონიკიძე: კაცი მუსიკოსი იყო, დიჯეი… ჰო, ვოლოდიმირ ზელენსკი მსახიობი იყო წინა ცხოვრებაში, რონალდ რეიგანიც… დიახ, გმირობას პროფესია არა აქვს, გმირობის პოტენციალი სულის თვისებაა
“წარმოიდგინეთ: მსოფლიოს ერთერთ უბოროტეს ქვეყანაში ცხოვრობ, ხარ შენი ქვეყნის-უკრაინის პატრიოტი კაცი და ორკებით გარემოცული, მთლად ს ფსბ-ს შენობის შორიახლოს წელიწადნახევარი (!) დაუღალავად მუშაობ შენი სამშობლოსთვის: ყოველდღიურად რამხელა სტრესში ცხოვრობ, რა ფსიქიკური გამძლეობა გაქვს, ბუნებრივი შიშის მუდმივი დათრგუნვა გიწევს და მიზნისკენ გადაუჭარბებლად-გმირული სწრაფვის უნარი გაქვს. და რაც მთავარია, ამ შენს თავგანწირვას და სიყვარულს სრული ტრიუმფით აგვირგვინებ, ისეთი ტრიუმფით, რომელიც უკვე ჩაეწერა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიო სპეცოპერაციების ისტორიაში, როგორც ექსტრაორდინარული, უპრეცენდენტო და სრულიად ნოვატორული. დიდება ამ კაცს, მის ღირსეულ მეუღლეს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უკლებლივ ყველა ფიგურანტს, ვინც ეს ეპოქალური ოპერაცია დაგეგმა, წარმატებით განახორციელა და ბოლოს ამ საოცარი წყვილის უსაფრთხოება უზრუნველყო! არადა კაცი მუსიკოსი იყო, დიჯეი, 2014 წლის ღირსების რევოლუციის მონაწილე.
ჰო, მსახიობი იყო წინა ცხოვრებაში, რონალდ რეიგანიც… დიახ, გმირობას პროფესია არა აქვს, გმირობის პოტენციალი სულის თვისებაა.
არტიომ ტიმოფეევი გმირია, არანაკლები გმირი, ვიდრე მარიუპოლის დამცველი დენის პროკოპენკო და სხვა გმირები…
ეს კაცი ოქროს ასოებით ისტორიაში უკვე ჩაეწერა.
დიდება ს!????????
დიდება საქართველოს!????????
დიდება ჩვენს საერთო გმირებს!” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow