მანჩესტერი ბრაიან მბიუმოს დასამატებლად რიგით მეორე წინადადებას ამზადებს

მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედმა მატეუშ კუნია დაიმატა, კლუბი კიდევ რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის შეძენას ცდილობს, ერთ-ერთი კი ბრაიან მბიუმოა

ივნ. 6, 2025 - 20:27
 0
მანჩესტერი ბრაიან მბიუმოს დასამატებლად რიგით მეორე წინადადებას ამზადებს
მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედმა მატეუშ კუნია დაიმატა, კლუბი კიდევ რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის შეძენას ცდილობს, ერთ-ერთი კი ბრაიან მბიუმოა.

ახალგაზრდა კამერუნელი ნახევარმცველი უკვე წლებია პრემიერ ლიგაში აქტიურად თამაშობს და კარგი მაჩვენებლებიც აქვს, რამაც მანჩესტერს მისი ყიდვა გადააწყვეტინა.

აღსანიშნავია, რომ ბრენტფორდმა მბიუმოს თაობაზე 55-მილიონიანი წინადადება უკვე დაბლოკა, თუმცა იუნაიტედი ახალ შეთავაზებას ამზადებს და ფასიც გაზრდილი იქნება.

ცნობისთვის, ბრაიან მბიუმომ 2024/2025 წლების სეზონის პრემიერ ლიგაში 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow