მართლმადიდებლები წმ. თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ოქროს ხანის წარმატებული მმართველის, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელეს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა. დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. თამარის ეპოქის საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, თავად თამარ მეფე კი ჭეშმარიტად სახალხო სიყვარულით […]

მაი. 14, 2025 - 12:27
 0
მართლმადიდებლები წმ. თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ოქროს ხანის წარმატებული მმართველის, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელეს.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა. დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. თამარის ეპოქის საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, თავად თამარ მეფე კი ჭეშმარიტად სახალხო სიყვარულით სარგებლობდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow