მასწავლებელთა გამოცდა
მეორე დღეა მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა მიმდინარეობს. დღეს 5 საგანში ჩატარდება გამოცდები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრირებულთა დაახლოებით 16 პროცენტი არ გამოცხადდა. დაფიქსირდა დაგვიანების სამი შემთხვევა. გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათია. იმისთვის, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვალოს, გამოსაცდელმა 60%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა მათთვის, ვინც გეგმავს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყებას და არ აქვს მასწავლებლის კვალიფიკაცია მინიჭებული და ასევე პედაგოგებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ სკოლებში, თუმცა პროფესიული განვითარების სქემაში შესაბამისი სტატუსი არ გააჩნიათ. სესიები 23 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. გამოცდები საგნის, უფროსი სპეც მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების მიმართულებებზე ტარდება.

მეორე დღეა მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა მიმდინარეობს. დღეს 5 საგანში ჩატარდება გამოცდები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრირებულთა დაახლოებით 16 პროცენტი არ გამოცხადდა.
დაფიქსირდა დაგვიანების სამი შემთხვევა. გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათია.
იმისთვის, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვალოს, გამოსაცდელმა 60%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.
გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა მათთვის, ვინც გეგმავს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყებას და არ აქვს მასწავლებლის კვალიფიკაცია მინიჭებული და ასევე პედაგოგებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ სკოლებში, თუმცა პროფესიული განვითარების სქემაში შესაბამისი სტატუსი არ გააჩნიათ. სესიები 23 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოცდები საგნის, უფროსი სპეც მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების მიმართულებებზე ტარდება.
What's Your Reaction?






