მატიჩს LGBT სამკლაურის არ გაკეთების გამო სერიოზული სანქცია ემუქრება
საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, სადაც ყველა კლუბი ლგბტ+ თემის მხარდაჭერის ნიშნად სპეციალურ სიმბოლიკას ატარებდა, „ლიონის“...

ფრანგული მედიის ცნობით, პროფესიული ფეხბურთის ლიგა (LFP) უკვე დაინტერესდა ამ ინციდენტით და ფეხბურთელისგან განმარტებებს ელის. სავარაუდოდ, ორგანიზაცია გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. რადგან ჩემპიონატი უკვე დასრულდა, სანქცია შესაძლოა მომდევნო სეზონის დასაწყისში ამოქმედდეს.
აღსანიშნავია, რომ მატიჩი ლგბტ+ თემის მხარდამჭერი ღონისძიებების მიმართ მსგავს დამოკიდებულებას ადრე სხვა ლიგებშიც გამოხატავდა, თუმცა ამჯერად საფრანგეთში მას ოფიციალური სადისციპლინო რეაგირება ემუქრება. გადაწყვეტილებას დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს როგორც საფეხბურთო საზოგადოება, ისე უფლებადამცველი ორგანიზაციები.
What's Your Reaction?






