მედია: ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო 45 ძირ ხეს მოჭრიან, საიდანაც 44 ჯანსაღია
ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო 45 ძირ ხეს მოჭრიან, საიდანაც 44 ჯანსაღია – ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ტყეკაფის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს: „ტყითმოსარგებლე“ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდია“; ჭრის სახედ მითითებულია – „სპეციალური“; ტყეკაფის გახსნის [ათვისების] თარიღის გასწვრივ კი გრაფა ცარიელია… „ტყეკაფის“ 3 120 კვადრატულ მეტრ ფართობზე აღრიცხული და დანომრილია სხვადასხვა სახეობის ხეები: 8 ძირი კაკალი [მანჯურიის], 23 ძირი აკაცია; […]


ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო 45 ძირ ხეს მოჭრიან, საიდანაც 44 ჯანსაღია – ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ტყეკაფის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს:
„ტყითმოსარგებლე“ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდია“; ჭრის სახედ მითითებულია – „სპეციალური“; ტყეკაფის გახსნის [ათვისების] თარიღის გასწვრივ კი გრაფა ცარიელია… „ტყეკაფის“ 3 120 კვადრატულ მეტრ ფართობზე აღრიცხული და დანომრილია სხვადასხვა სახეობის ხეები: 8 ძირი კაკალი [მანჯურიის], 23 ძირი აკაცია; 2 ძირი თუთა, 1 ძირი პალმა [მარაოსებრი], 5 ძირი ცრუ ქაფური; 5 ძირი ჭადარი და 1 ძირი ალვის ხე” – წერს გამოცემა.
დოკუმენტების მიხედვითვე, ხეების აღსარიცხად აჭარის სატყეო სააგენტოს „ამბასადორმა“ 2024 წლის 13 თებერვალს მიმართა. ხეები კი ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციამ იმავე წლის 15 თებერვალს აღრიცხა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის აშენება 2021 წელს აჭარის მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ დააანონსა: “ჩვენ უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ახალი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ ძალიან სიღრმისეულ კვლევებს. ბათუმში იქნება, დაახლოებით იმის მსგავსი, რაც დუბაიშია…”
What's Your Reaction?






