მერცი უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებას არ გამორიცხავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ტელეარხ ZDF-ის ეთერში განაცხადა. „რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კანცლერმა, Taurus-ის შესახებ წამყვანის კითხვაზე პასუხის გაცემისას. მერცმა ასევე აღნიშნა, რომ ამისთვის უკრაინელი ჯარისკაცებისთვის რამდენიმეთვიანი წვრთნა იქნება საჭირო. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით – მე თვითონაც მითქვამს – რომ Taurus-ი უკრაინაში ჯარისკაცების […]

მაი. 29, 2025 - 11:57
 0
მერცი უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებას არ გამორიცხავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ტელეარხ ZDF-ის ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კანცლერმა, Taurus-ის შესახებ წამყვანის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მერცმა ასევე აღნიშნა, რომ ამისთვის უკრაინელი ჯარისკაცებისთვის რამდენიმეთვიანი წვრთნა იქნება საჭირო.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით – მე თვითონაც მითქვამს – რომ Taurus-ი ში ჯარისკაცების რამდენიმეთვიან წვრთნას მოითხოვს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ სისტემის ექვს თვეში, ან ერთ წელიწადში გადაცემა დღეს უკრაინას არ წაადგება. ამიტომ, მისივე თქმით, ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერა ამჟამად უმჯობესდება.

მოსკოვის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებთან დაკავშირებით კანცლერმა განაცხადა: „ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს უსაფრთხო სამართლებრივ საფუძველზე, წარმოსადგენი და შესაძლებელია“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow