“მე ვარ ცუდი პოლიტიკოსი, საქართველოს სჭირდება, ჩემზე გაცილებით დაღვინებული, გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსები” – ელისაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გადაცემა “რეაქციაში“, ამბობს: გრძნობს ბიძინა, რომ ვაჭრობა უნდა დაიწყოს, უნდა, რომ თავისი ფულები დაიბრუნოს და აგროვებს სავაჭრო რაღაცებს, რომ ხელში ეჭიროს, ეგ არის, რატომაც იჭერს ამ ადამიანებს და ამიტომ მჯერა, რომ 7 და 8 თვე ეს ხალხი ციხეში არ იქნება. არცერთი პოლიტპატიმრი დიდი ხნით არ იქნება ციხეში, უბრალოდ, […]

ივნ. 27, 2025 - 00:57
 0
“მე ვარ ცუდი პოლიტიკოსი, საქართველოს სჭირდება, ჩემზე გაცილებით დაღვინებული, გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსები” – ელისაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გადაცემა “რეაქციაში“, ამბობს:
გრძნობს ბიძინა, რომ ვაჭრობა უნდა დაიწყოს, უნდა, რომ თავისი ფულები დაიბრუნოს და აგროვებს სავაჭრო რაღაცებს, რომ ხელში ეჭიროს, ეგ არის, რატომაც იჭერს ამ ადამიანებს და ამიტომ მჯერა, რომ 7 და 8 თვე ეს ხალხი ციხეში არ იქნება. არცერთი პოლიტპატიმრი დიდი ხნით არ იქნება ციხეში, უბრალოდ, ეს იქნება სავაჭრო ამბავი.
ძალიან მაგარი რაღაცა თქვა ზურაბ ჯაფარიძემ, ძალიან მაგარი რაღაცა და ვეთანხმები, რუსთაველზე ვინც დგას, ყველა პოლიტიკოსია. მე ვარ ცუდი პოლიტიკოსი, საქართველოს სჭირდება, ჩემზე გაცილებით დაღვინებული, გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსები, მე დამიჭერენ? ქუჩაში პატარა ბავშვები ისეთ აზრებს გამოთქვამენ, აუცილებლად გამოჩნდებიან ახალი ლიდერები, ჩვენ პოლიტიკურ კოალიციაში იმდენი პოლიტიკური ლიდერია, ყველას ვერ დაგვიჭერენ. სავაჭრო კარტებს აგროვებს და ამერიკელებთან დიდი ვაჭრობისთვის ემზადება, რაც გარდაუვალი იქნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow