მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა – ჰერჩინსკი
“წარსულშიც მისაუბრია მზიას საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ გამოცემა “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჰერჩინკის თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შინაარსით “შოკირებულია”, რადგან მიიჩნევს, რომ გამოცემა “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს არაპროპორციული სასჯელი ემუქრება. წარსულშიც მისაუბრია მზიას საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ […] The post მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა – ჰერჩინსკი appeared first on .

“წარსულშიც მისაუბრია მზიას საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ გამოცემა “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჰერჩინკის თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შინაარსით “შოკირებულია”, რადგან მიიჩნევს, რომ გამოცემა “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს არაპროპორციული სასჯელი ემუქრება.
წარსულშიც მისაუბრია მზიას საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მზია არის ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლო. ყველანი შოკირებული ვართ არაპროპორციულობით მის საქმესთან დაკავშირებით. ყველანი ველოდებით, რით დასრულება ეს განხილვები. ვიცით, რომ მკაცრი და ძალიან არაპროპორციული განაჩენი ემუქრება – 7 წლამდე ციხე იმისთვის, რაც ვიცით, რომ არის აბსოლუტურად არაპროპორციული მოსალოდნელ განაჩენთან მიმართებაში.
ყველამ ვიცით, რომ მზია ამაღლობელი და „ბათუმელები“ კრიტიკულები იყვნენ ხელისუფლების მიმართ იმისდა მიუხედავად, ვინ იყო ხელისუფლებაში, ვიცით, რომ თქვენი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში ყოველთვის სიმართლეს ამბობდით, თუნდაც ეს კრიტიკული ყოფილიყო ხელისუფლების მიმართ.
ჩვენ თვალს ვადევნებთ სასამართლოს, ზოგადად, რაც ხდება საქართველოში, რაც შეეხება სიტყვის და შეკრების თავისუფლებას, დიდ ზეწოლას თავისუფალ მედიაზე. ასევე, ძალიან დიდი ზეწოლაა სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც ნამდვილად გულსატკენია.” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
The post მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა – ჰერჩინსკი appeared first on .
What's Your Reaction?






