მთიანი აჭარის ყველა მარკირებული მარშრუტი ერთ რუკაზე განთავსდა
რეგიონში არსებულ 26-ვე, მარკირებულ საფეხმავლო მარშრუტს თავი ერთ რუკაზე მოუყარა

მთიანი აჭარის ყველა მარკირებული მარშრუტი ერთ რუკაზე განთავსდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ აჭარის რუკა განაახლა და რეგიონში არსებულ 26-ვე, მარკირებულ საფეხმავლო მარშრუტს თავი ერთ რუკაზე მოუყარა.
განახლებული რუკით მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველები საფეხმავლო მარშრუტებზე დამოუკიდებლად შეძლებენ გადაადგილებასა და მოგზაურობას.
განახლდა ბათუმი-აჭარის გზამკვლევიც. მოგზაურობისთვის საჭირო ინფორმაციების, რუკებისა და მარშრუტების ნახვა ვებ-გვერდზე https://visitajara.com/ka არის შესაძლებელი.
What's Your Reaction?






