მიზეზი დასახელდა - რატომ თქვა უარი ბეშიქთაშმა ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე

ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ამჟამად „სენტ ეტიენის“ შემადგენლობაში თამაშობს, ზაფხულში შესაძლოა ახალ კლუბში გადავიდეს...

ივნ. 19, 2025 - 19:27
 0
მიზეზი დასახელდა - რატომ თქვა უარი ბეშიქთაშმა ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე
ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ამჟამად „სენტ ეტიენის“ შემადგენლობაში თამაშობს, ზაფხულში შესაძლოა ახალ კლუბში გადავიდეს.

თურქული მედიის ცნობით, „ბეშიქთაშმა“ ფეხბურთელის შეძენაზე უარი თქვა, რადგან ფრანგულმა მხარემ ქართველი ნახევარმცველი 20 მილიონ ევროდ შეაფასა, რაც თურქებისთვის ზედმეტად მაღალი ფასი აღმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, დავითაშვილის მიმართ ინტერესს რამდენიმე ლიგა 1-ის კლუბი, მათ შორის „რენი“, „სტრასბური“ და „პარიზი“ იჩენს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ზურიკომ 33 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow