მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა - ბარკოლა პსჟსთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

პსჟ ბრედლი ბარკოლას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა ფრანგი შემტევი გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს...

აპრ. 13, 2025 - 13:27
 0
მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა - ბარკოლა პსჟსთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს
პსჟ ბრედლი ბარკოლას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა ფრანგი შემტევი გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს - ინფორმაცის ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემა L'equipe ავრცელებს.

წყარო ამის მიზეზად ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს ასახელებს - ქართველმა გუნდში მოსვლისთანავე ბარკოლა სათადარიგოთა სკამზე გადასვა, რაც ცხადია 22 წლის ვინგერისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ბარკოლასთვის და მისი გარემოცვისთვის გაუგებარია თუ რატომ დაიმატა პსჟ-მ ზამთარში მისი შემცვლელი, როცა სტატისტიკურად შედეგიანი იყო.

თავის მხრივ, ახალგაზრდა შემტევის დამატებით ბაიერნი სერიოზულადაა დაინტერესებული და არ არის გამორიცხული მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყონ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow