მილანში გაიხსნა ალექსეი ნავალნის მემორიალი
იტალიის ქალაქ მილანში გაიხსნა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მემორიალი. ის მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, კორსო კომოზე, სკვერში, რომელიც ატარებს 2006 წელს მოსკოვში მოკლული რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას სახელს. მემორიალი წარმოადგენს გრანიტის კუბს, დაფით, რომელსაც აწერია ნავალნის სიტყვები - "მე თუ მომკლავენ, არ დანებდეთ". დაფაზე ასევე აღნიშნულია, რომ მემორიალი ემსახურება ნავალნის ხსოვნისთვის პატივის მიგებას ქალაქ მილანისგან. ნავალნის სახელისა და გვარის...

What's Your Reaction?






