ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტედან სპორტინგში წასვლაზე მედიასთან კომენტარს აკეთებს.
ლევანტეს ოფიციალური გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგიმ, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე კვირის წინ პორტუგალიურ სპორტინგთან კონტრაქტი გააფორმა, ესპანური კლუბისადმი სიყვარული არ დამალა.
„2019 წლიდან ლევანტეში ვარ და ამ კლუბის გარდა, ის ხალხი მიყვარს, ვინც აქ გავიცანი. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ დიდი მიზნებისთვის მებრძოლა და სპორტინგში ტრანსფერი ერთ-ერთი დიდი რამ არის, რასაც მივაღწიე.
ჩემი თანაგუნდელები მაქსიმუმს გასცემენ, რომ ლევანტე ლა ლიგაში გადავიდეს. მეც ასე ვარ – ბევრჯერ მიფიქრია, როდესაც კლუბს დავტოვებ, მინდა, თავაწეული და ვალმოხდილი წავიდე. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ლევანტეში ბოლო თამაშის ჩათვლით ვაპირებთ მე და ჩემი გუნდელები.
დარწმუნებული ვარ, ასეთი მიდგომა დაგვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში, რადგან ჩვენი გულშემატკივრები ამ სიხარულს იმსახურებენ. როცა ბევრს შრომობ, ეს ყოველთვის შედეგს მოიტანს. ვფიქრობ, სეზონის ბოლოს წარმატებით ყველა გავიხარებთ.
- ამბობს ქოჩორაშვილი.