მიქაუტაძის ახლო მეგობარი, რაიან შერკი ლიონიდან მიდის

ქართველ ფორვარდს შერკის არყოფნა ძალიან დააკლდება

მაი. 18, 2025 - 17:57
 0
მიქაუტაძის ახლო მეგობარი, რაიან შერკი ლიონიდან მიდის
21 წლის რაიან შერკის ლიგა 1-ის 2024/2025 წლების სეზონი ძალიან შთამბეჭდავი გამოუვიდა და ახალგაზრდა ფრანგმა შესაბამისი ტიტულიც მიიღო.

შერკის სეზონის საუკეთესო დრიბლიორის ჯილდო თვით ედენ აზარმა გადასცა, რომელიც ახალგაზრდულ წლებში ლილის მაისურით ასეთივე შთამბეჭდავ შეხვედრებს მართავდა.

როგორც მედიაში დაიწერა, რაიანი ახალი სეზონიდან ლიონში აღარ ითამაშებს და უფრო დიდი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში გადავა, თუმცა ახალი გუნდის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მოგეხსენებათ, ლიონში ყველაზე მეტად შერკისთან გიორგი მიქაუტაძე მეგობრობს და სამწუხაროა, რომ მათი გუნდელობა აქ დასრულდება..

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow