მიხეილ ყაველაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე: პრინციპში, დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის
პრინციპში, დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის, – ასე შეაფასა „იმედის“ ეთერში მიხეილ ყაველაშვილმა კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვაზე სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს პასუხი. მანამდე ყაველაშვილს წამყვანმა ჰკითხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ტრამპის ადმინისტრაციისადმი გაგზავნილ წერილებზე. წამყვანის რეპლიკაზე, რომ ნახსენები იყო სიტყვათშეთანხმება “ანტიამერიკული მთავრობა” , რა იგულისხმება, ყაველაშვილმა თქვა, რომ “ეს იყო კითხვიდან გამომდინარე”. […]


პრინციპში, დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის, – ასე შეაფასა „იმედის“ ეთერში მიხეილ ყაველაშვილმა კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვაზე სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს პასუხი.
მანამდე ყაველაშვილს წამყვანმა ჰკითხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ტრამპის ადმინისტრაციისადმი გაგზავნილ წერილებზე.
წამყვანის რეპლიკაზე, რომ ნახსენები იყო სიტყვათშეთანხმება “ანტიამერიკული მთავრობა” , რა იგულისხმება, ყაველაშვილმა თქვა, რომ “ეს იყო კითხვიდან გამომდინარე”.
ასევე, მისი თქმით, “გუშინ მარკო რუბიოს პასუხებში, როდესაც კითხვა დაუსვა მას ჯო უილსონმა, გამოიკვეთა, რომ აუცილებელია, მათ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია”.
“ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია ურთიერთობების გადატვირთვა. ხელისუფლებებს შორის უნდა ხდებოდეს ურთიერთობა და არა „ენჯეო“ სექტორის, ან კონგრესმენის მეშვეობით. ამერიკული კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, ამა თუ იმ ლობისტურმა კომპანიამ დააფინანსოს რომელიმე კონგრესმენი და სათავისო საკითხები გაიტანონ და ისაუბრონ ამაზე. ის ხალხი, რომელიც ამერიკის საელჩოსთან დროშებით და ტრამპის ტრაფარეტებით მივიდა რამდენიმე დღის წინ, იგივე ხალხია, ვინც ტრამპის არჩევას ეწინააღმდეგებოდა. ხომ დავინახეთ, რომ ყველაფერი იმისთვის იყო გამოყენებული, რომ ჯო უილსონს დაესვა კითხვა რუბიოსთვის, რომ შეხედეთ, ეს ხალხი როგორ იჩაგრება საქართველოში და როგორი ანტიამერიკული ხელისუფლება ჰყავს საქართველოსო. აღარაფრის რცხვენიათ – სათაურებში გამოიტანეს, მგონი ერთადერთი თინა ხიდაშელი იყო, რომელმაც უარყო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში ეს ტერმინი არ იყო გამოყენებულიო“, – აღნიშნა ყაველაშვილმა “იმედის” ეთერში.
What's Your Reaction?






