"მოგებისთვის გავალთ, მოტივაციის პრობლემა არ გვაქვს" - ვილი სანიოლი

რა თქვა ვილი სანიოლმა სომხეთთან მატჩამდე

მარ. 22, 2025 - 16:56
 0
"მოგებისთვის გავალთ, მოტივაციის პრობლემა არ გვაქვს" - ვილი სანიოლი
ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 18:00 საათზე სომხეთს მიიღებს და საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდება.

იქამდე გთავაზობთ ვილი სანიოლის პრესკონფერენციას:

ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ხვალ არ ითამაშებს, დასვენების საშუალებას მივცემთ. რაც შეეხება ტაქტიკურ სქემას, ერევანში უკვე ნახეთ, სამომავლოდ რა სქემის გამოყენებას ვაპირებთ.

პირველი თამაშის 3:0-ის მოგების შემდეგ მოთამაშეების მოტივაცია არ გაგვიჭირდება. განსხვავებული შემადგენლობა იქნება – ბიჭებმა იციან, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა და თუ ბოლომდე არ დაიხარჯებიან, სხვები ითამაშებენ. ჩვენ ყველა პოზიციაზე არაერთი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს.

ლაცაბიძესა და გუგეშაშვილს თუ ვათამაშებთ? მეკარის პოზიცია განსხვავებულია და გუგეშაშვილს შანსი ივნისის ამხანაგურ შეხვედრებში მიეცემა. ლაცაბიძე ნიჭიერი მოთამაშეა, უკრაინაში ახლახანს წავიდა. ძალიან თავშეკავებული ბიჭია, ბევრს მისმენს და სწავლობს, მომავალში შანსი აუცილებლად ექნება, მაგრამ ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია, ძლიერ შემადგენლობას ვათამაშებთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. გუნდში იდეალური გარემოა, რაც წარმატებისთვის მთავარია. საბა გოგლიჩიძემ დაცვის ცენტრში კარგად ითამაშა და მისი იმედი მომავალშიც გვაქვს.

- თქვა სანიოლმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow