“მომხმარებელი საზღვარგარეთ ინტერნეტში დამატებით თანხას არ გადაიხდის”- რა უპირატესობა მოაქვს საქართველოსთვის EU-ის როუმინგ ზონაში გაწევრიანებას?
“რადიო თავისუფლება” წერს, რომ შეჩერდა ასოცირების შეთანხმების ტელეკომუნიკაციის შესახებ დანართის [როუმინგი] პრიორიტეტული გეგმის განხილვა და მუშაობა ცვლილებებზე; ასევე შეჩერდა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ერთობლივი აღიარება; შექმნილი ვითარების გამო, საქართველო აღარ იქნება ზონის – „იმოგზაურე როგორც სახლში “ – ნაწილი, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით. ჯერჯერობით პროცესების შეჩერება ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა INEX PHONE გენერალური დირექტორი და მმართველი […]


“რადიო თავისუფლება” წერს, რომ შეჩერდა ასოცირების შეთანხმების ტელეკომუნიკაციის შესახებ დანართის [როუმინგი] პრიორიტეტული გეგმის განხილვა და მუშაობა ცვლილებებზე; ასევე შეჩერდა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ერთობლივი აღიარება; შექმნილი ვითარების გამო, საქართველო აღარ იქნება ზონის – „იმოგზაურე როგორც სახლში “ – ნაწილი, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით.
ჯერჯერობით პროცესების შეჩერება ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა INEX PHONE გენერალური დირექტორი და მმართველი პარტნიორი რატი ახვლედიანი ამბობს, რომ ევროკავშირის როუმინგის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებით პირველ რიგში ისარგებლებენ აბონენტები, რომლებიც დღეს საზღვარგარეთ სამოგზაუროდ მიდიან და როუმინგის მომსახურებაში თანხას იხდიან.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკავშირის როუმინგის სივრცის ნაწილი გახდება, მობილური სერვისებით სარგებლობა იმავე ტარიფებით იქნება შესაძლებელი ევროკავშირის ქვეყნებში როგორც საქართველოშია.
“ეს არის იაფი და უზრუნველყოფილი საშუალება, ადამიანი წავიდეს საქართველოდან ან სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან და იმოგზაუროს სხვა მეორე ქვეყანაში, მაგალითად ევროპაში და არ იფიქროს დამატებით გადასახადზე, არ იფიქროს ის, რომ რაღაც დამატებით უნდა იყიდოს. ეს არის მარტივი საშუალება იმისთვის, რომ მუდმივად კავშირზე იყოს ადამიანი სხვა ქვეყანაში დამატებითი ხარჯების გარეშე.
წარმოიდგინეთ, თქვენ საქართველოში რომ დადიხართ ქუჩაში და სარგებლობთ მობილური სერვისით, ინტერნეტით, ზარებით და ამას რაღაც X თანხაში ყოველთვიურად იხდით, მაგალითად ან ბალანსს ავსებთ და იღებთ ამ სერვისს, ზუსტად იგივე თანხაში, ზუსტად იგივე ჭრილში მიიღებთ ამ მომსახურებას ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც ამ ალიანსშია გაწევრიანებული. მომხმარებელს არ მოუწევს დამატებით გადაიხადოს თანხა იმაში, რომ ერთკვირიანი მოგზაურობის დროს დამატებით მიიღოს მომსახურება იტალიაში, პირობითად – ინტერნეტი. ეს აღარ მოუწევს.
დღეს უწევს, რომ წავიდეს, იყიდოს და ფული გადაიხადოს და მერე იქ რაღაცა ან იმუშავებს ან არ იმუშავებს, ეს ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება მერე მაინც ტექნიკურადაც. ამაზე ფიქრი საერთოდ აღარ მოუწევს, თანხის დამატებაც აღარ მოუწევს, ზუსტად ისე, როგორც თბილისში, საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ქუთაისში, ბათუმში თუ სხვაგან იღებს მომსახურებას, ზუსტად იგივე სერვისის პაკეტის ფარგლებში მიიღებს მომსახურებას დამატებითი ხარჯების გარეშე ევროპაშიც. აი ეს არის ამ ალიანსის, ამ გაერთიანების, უდიდესი უპირატესობა და კომფორტი მომხმარებლისთვის,”- ამბობს INEX PHONE გენერალური დირექტორი და მმართველი პარტნიორი რატი ახვლედიანი.
What's Your Reaction?






