მოულოდნელი ინფორმაცია - პსჟ შესაძლოა გუნდის ლიდერმა დატოვოს
ფრანგული გამოცემა L'Équipe იუწყება, რომ ჯანლუიჯი დონარუმას კარიერა შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს — იტალიელი მეკარე პსჟ-ს...

დონარუმა პარიზულ გრანდთან მოქმედი კონტრაქტით 2026 წლამდეა დაკავშირებული, თუმცა მას ხელშეკრულების გახანგრძლივება იმ შემთხვევაში სურს, თუ კლუბი ანაზღაურებას გაუზრდის. ამჟამად მისი თვიური ხელფასი 849,500 ევროს შეადგენს. შეთანხმების არქონის შემთხვევაში, მხარეების გზები შესაძლოა გაიყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კლუბი გამოხატავს ინტერესს დონარუმასადმი, თუმცა ყველაზე აქტიური მყიდველი სწორედ "ჩელსია". ლონდონური კლუბი მეკარის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს და ჯიჯიო იდეალურ კანდიდატად მიაჩნიათ.
გასული სეზონი დონარუმამ საკმაოდ სტაბილურად ჩაატარა — Transfermarkt-ის მიხედვით, მისი საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 40 მილიონ ევროს შეადგენს.
საინტერესოა, რომ დღეს სწორედ "ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში. ამ შეხვედრის შემდეგ იტალიელი კიპერის მომავალი შესაძლოა უფრო გარკვეული გახდეს.
What's Your Reaction?






