მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ. მუშაობს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის […] The post მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ appeared first on .

აპრ. 21, 2025 - 14:57
 0
მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ. მუშაობს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.

ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

The post მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow