მსოფლიო თასი ბათუმში
ბათუმში მიმდინარე FIDE-ს ქალთა მსოფლიო თასზე ნახევარფინალის პირველი ტური მიმდინარეობს. ორი პარტიისგან შემდგარ მატჩში გამარჯვებული მოჭადრაკეები ფინალში პირველი და მეორე ადგილისთვის იასპარეზებენ,ხოლო დამარცხებულები ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ. ფინალური ეტაპი 26 ივლისს დაიწყება და გამარჯვებულის ვინაობა 28 ივლისს გახდება ცნობილი. გამარჯვებული თასს მოიგებს, თუმცა სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრიზით ჩემპიონატის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება. ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობას სულ 46 ქვეყნის 107 ქალი მოჭადრაკე იღებდა. საქართველოდან ჩემპიონატში 7 სპორტსმენი ასპარეზობდა. მათ შორის 2 აჭარიდან.

ბათუმში მიმდინარე FIDE-ს ქალთა მსოფლიო თასზე ნახევარფინალის პირველი ტური მიმდინარეობს.
ორი პარტიისგან შემდგარ მატჩში გამარჯვებული მოჭადრაკეები ფინალში პირველი და მეორე ადგილისთვის იასპარეზებენ,ხოლო დამარცხებულები ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ.
ფინალური ეტაპი 26 ივლისს დაიწყება და გამარჯვებულის ვინაობა 28 ივლისს გახდება ცნობილი. გამარჯვებული თასს მოიგებს, თუმცა სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრიზით ჩემპიონატის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება.
ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობას სულ 46 ქვეყნის 107 ქალი მოჭადრაკე იღებდა.
საქართველოდან ჩემპიონატში 7 სპორტსმენი ასპარეზობდა. მათ შორის 2 აჭარიდან.
What's Your Reaction?






