მსურველი ატლეტიკოა - რას აფასებს ლივერპული ლუის დიასს

რამდენად ფასობს ლივერპულისთვის კოლუმბიელი ვინგერი

მარ. 1, 2025 - 17:57
 0
მსურველი ატლეტიკოა - რას აფასებს ლივერპული ლუის დიასს
ინგლისურ მედიაში დაწერილი ინფორმაციის მიხედვით, სეზონის დასრულების შემდეგ ლივერპულში დიდი წმენდა დაიწყება და კლუბს არაერთი მოთამაშე დატოვებს.

როგორც იწერება, გუნდიდან წამსვლელთა სიაშია კოლუმბიელი ვინგერი ლუის დიასიც, რომლის მსურველიც მადრიდის ატლეტიკო გახლავთ.

რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, დიეგო სიმეონეს გუნდს სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის დასამატებლად 70 მილიონ ევრომდე გადახდა მოუწევს.

ლუის დიასი მერსესაიდულმა კლუბმა 2021/2022 წლების სეზონში დაიმატა. მას შემდეგ კოლუმბიელს პრემიერ ლიგაში 25 გოლი აქვს გატანილი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow