"ნაპოლი" ოსიმენს გაყიდვას უპირებს - სად გააგრძელებს კარიერას ნიგერიელი ფორვარდი

"ნაპოლი" ოსიმენს გაყიდვას უპირებს - სად გააგრძელებს კარიერას ნიგერიელი ფორვარდი

ივნ. 7, 2025 - 00:27
 0
"ნაპოლი" ოსიმენს გაყიდვას უპირებს - სად გააგრძელებს კარიერას ნიგერიელი ფორვარდი
ვიქტორ ოსიმენის იჯარის ვადა გალათასარაიში იწურება და ფეხბურთელი ნაპოლიში ბრუნდება, თუმცა ნეაპოლელები მის გაყიდვას უკვე გეგმავენ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ოსიმენის აგენტები მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბთან აწარმოებენ. ერთ-ერთ შესაძლო მიმართულებად საუდის არაბეთის ლიგა განიხილებოდა, თუმცა მხარეებმა კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება ვერ მოახერხეს.

ამასთან, არსებობს შანსი, რომ ნიგერიელი ფორვარდი კვლავ გალათასარაიში დაბრუნდეს და კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს. თუმცა, მოლაპარაკებების ამ ეტაპზე მთავარი ბარიერი ოსიმენის სასურველი ხელფასია.

წინ დაახლოებით სამთვიანი სატრანსფერო ფანჯარაა და მოსალოდნელია, რომ ნაპოლის ვარსკვლავით სხვა ევროპული კლუბებიც დაინტერესდებიან. ამიტომ ოსიმენის ტრანსფერზე განვითარებული პროცესები ყურადღების ცენტრში იქნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow