ნატალი ლუაზო – ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს რეპრესიებს, რომელსაც “ქართული ოცნება“ აწარმოებს – სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ, ზოგიერთი ფეხს ითრევს, უფრო მარჯვეები ვიყოთ

ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს რეპრესიებს, რომელსაც “ქართული ოცნება”, არსებითად კი “ქართული კოშმარი” აწარმოებს – სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ, ზოგიერთი ფეხს ითრევს, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მარჯვეები ვიყოთ , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან, შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, […]

აპრ. 9, 2025 - 19:27
 0
ნატალი ლუაზო – ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს რეპრესიებს, რომელსაც “ქართული ოცნება“ აწარმოებს – სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ, ზოგიერთი ფეხს ითრევს, უფრო მარჯვეები ვიყოთ

ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს რეპრესიებს, რომელსაც “ქართული ოცნება”, არსებითად კი “ქართული კოშმარი” აწარმოებს – სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ, ზოგიერთი ფეხს ითრევს, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მარჯვეები ვიყოთ , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან, შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია.
“ვითარება გვაქვს, როდესაც დემოკრატიული მისწრაფებების, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მქონე ხალხი ძალიან რთულ ვითარებაშია მაფიური ავტორიტარული რეჟიმის პირობებში.
ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს და რეპრესიებს, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება”, არსებითად კი “ქართული კოშმარი”.
ევროკავშირის მხრიდან პასუხის ნაკლებობა ან პასუხის არასაკმარისობა ასევე დადის ს როლამდე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “პატრიოტები” [ჯგუფი ევროპარლამენტში] ყურადღებას არ აქცევს ამ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ვხედავთ, რომ უნგრეთმა არსებითად გადაწყვიტა აღკვეთოს ევროკავშირის მიერ მიზნობრივი სანქციების შემოღებას პირების წინააღმდეგ, რომელთა სახელებიც ცნობილია. ვიცით სახელები რეჟიმში, რომელმაც გადაწყვიტა საქართველო ძალიან რთულ ვითარებაში მოაქციოს.
ასე რომ, ერთის მხრივ, წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ და ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ისინი და ამას მივესალმები. ზოგიერთი ფეხს ითრევს და, ვფიქრობ, ამაზე უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მარჯვეები ვიყოთ. ასევე მოვუწოდებ ევროკომისიას, რომ ნათლად დაინახონ, რა ხდება აქ USAID-ის გაწვევის ფონზე, როდესაც სუსტდება დამოუკიდებელი მედია, რომელიც -მა მიატოვა. უნდა ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow