ნატა მურვანიძე: გაათავისუფლეთ ანდრო ჭიჭინაძე! გაათავისუფლეთ ყველა, ვის ბრალეულობასაც ვერ ამტკიცებთ! დანარჩენს გადავიტანთ. დანარჩენს თავიდან ავაშენებთ

“ჩემმა შვილმა, გუშინ, თავის მიმართვა დაიწყო ამ სიტყვებით: -გამარჯობა, მე ვარ მანუ თავაძე, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, ახალი თეატრის დასის წევრი, თემურ ჩხეიძის ოჯახის წევრი. 22 წლის საქართველოს მოქალაქეს, სამივე წერტილში დაარტყეს და ამ სამიდან ყველაზე მწარე და ოთხთვიანი ტკივილი არის ის, რომ მისი მეგობარი და პარტნიორი, კოლეგა არის ციხეში. რამდენს უნდა გაუძლოს? რამდენი უნდა აიტანოს? […]

აპრ. 18, 2025 - 19:27
 0
ნატა მურვანიძე: გაათავისუფლეთ ანდრო ჭიჭინაძე! გაათავისუფლეთ ყველა, ვის ბრალეულობასაც ვერ ამტკიცებთ! დანარჩენს გადავიტანთ. დანარჩენს თავიდან ავაშენებთ
“ჩემმა შვილმა, გუშინ, თავის მიმართვა დაიწყო ამ სიტყვებით:
-გამარჯობა, მე ვარ მანუ თავაძე, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, ახალი თეატრის დასის წევრი, თემურ ჩხეიძის ოჯახის წევრი.
22 წლის საქართველოს მოქალაქეს, სამივე წერტილში დაარტყეს და ამ სამიდან ყველაზე მწარე და ოთხთვიანი ტკივილი არის ის, რომ მისი მეგობარი და პარტნიორი, კოლეგა არის ციხეში. რამდენს უნდა გაუძლოს? რამდენი უნდა აიტანოს?
გაათავისუფლეთ ანდრო ჭიჭინაძე! გაათავისუფლეთ ყველა, ვის ბრალეულობასაც ვერ ამტკიცებთ!
დანარჩენს გადავიტანთ. დანარჩენს თავიდან ავაშენებთ.
უბრალოდ უსამართლობის განცდამ, ძალიან ღრმად იცის ფესვის გადგმა და არასოდეს გვავიწყდება“ – წერს მსახიობი ნატა მურვანიძე სოციალურ ქსელში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow