“ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის მეგობრები

22 მა­ი­სის დი­ლას, უშ­ბა­ზე ექ­სპე­დი­ცი­ის დროს ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა 29 წლის მეს­ტი­ე­ლი ალ­პი­ნის­ტი, მო­თხი­ლა­მუ­რე და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის სამ­თო გიდი ნი­კო­ლოზ ფა­ლი­ა­ნი. მომ­ხდარ­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია:სვა­ნეთ­ში, უშ­ბის მთა­ზე ქვე­ი­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და 4 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. უწყე­ბის ცნო­ბით, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა 3600 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში 3 ადა­მი­ა­ნი უვ­ნებ­ლად აიყ­ვა­ნეს ვერ­ტმფრენ­ში, ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლიც. ცხე­და­რი მეს­ტი­ა­ში გა­და­ას­ვე­ნეს.AMBEBI.GE ნი­კოს მე­გობ­რებ­სა და კო­ლე­გებს ესა­უბ­რა.ლაშა ფირ­ცხე­ლა­ნი:ნიკო იდე­ა­ლუ­რი მე­გო­ბა­რი იყო, რთუ­ლია ჩემ­თვის სა­უ­ბა­რი... გუ­შინ მას­თან ერ­თად არ ვყო­ფილ­ვარ, წინა კვი­რა­ში ვი­ყა­ვი იმა­ვე მარ­შრუტ­ზე. მთა­ში ხდე­ბა ხოლ­მე ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, არა­ვი­ნაა ამის­გან და­ზღვე­უ­ლი... ნიკო მთამ­სვლე­ლი იყო და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის სამ­თო გიდი, მო­თხი­ლა­მუ­რე, ოქრო ბიჭი და უმაღ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი. ნიკო მალე 30-ის გახ­დე­ბო­და, მას 5 და-ძმა ჰყავს (მას­ზე უმ­ცრო­სე­ბი) და ყვე­ლას პატ­რო­ნობ­და. ნიკო ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი იყო, თუმ­ცა და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ ვართ, მთა­ში, მწვერ­ვა­ლებ­ზე დიდი რის­კია და როცა მივ­დი­ვართ, იმა­საც ვფიქ­რობთ, რომ შე­იძ­ლე­ბა უკან ვერ დავ­ბრუნ­დეთ. ნი­კოს „რედ­ბუ­ლის“ - სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჰყავ­და, მათი ეგი­დით სა­რეკ­ლა­მო რგოლს იღებ­დნენ, რის­თვი­საც უშ­ბი­დან უნდა დაშ­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ. ნიკო და 3 სტუ­მა­რი უშ­ბა­ზე იყ­ვნენ ასუ­ლი, ნი­კოს ძმა და ოპე­რა­ტო­რე­ბის ჯგუ­ფი კი - სა­ბა­ზო ბა­ნაკ­ში. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა უშ­ბის კალ­თებ­ზე (ასე­თი მარ­შრუ­ტია - კო­კი­ნი, უშ­ბის უნა­გი­რის უძა­ხი­ან და იქი­დან დაშ­ვე­ბის დროს) მოხ­და, რთუ­ლი მო­ნაკ­ვე­თია. ნიკო 15 წე­ლია, ამ სპორ­ტშია, იცო­და ენე­ბი, ერ­თად გა­ვი­ა­რეთ სამ­თო გი­დე­ბის სკო­ლა. რო­გორც მე­გო­ბა­რი, იდე­ა­ლუ­რი იყო, მე­გო­ბარ­ზე მეტი... ნიკო ივ­ნი­სის ბო­ლოს ბიჭს ელო­დე­ბო­და, პირ­ველ შვილს.შაკო მარ­გი­ა­ნი:"მე და ნიკო ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ, მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო გი­დე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში. რო­გორც გა­ვი­გეთ, ყი­ნუ­ლის ნა­ტეხ­ზე წა­მო­ე­დო თხი­ლა­მუ­რი, რა­მაც ნი­კოს კონ­ტრო­ლი და­ა­კარ­გვი­ნა. იქ და­ახ­ლო­ე­ბით 45 გრა­დუ­სის ფერ­დია, სა­დაც ზურ­გით თუ და­ე­ცი, ნუ­ლია შან­სი, ვერ შე­მოტ­რი­ალ­დე­ბი, მი­დი­ხარ, ეშ­ვე­ბი. ასე და­ე­მარ­თა ნი­კოს, გასძვრა თხი­ლა­მუ­რიც და ჩა­ფხუ­ტიც, და­ახ­ლო­ე­ბით 350 ვერ­ტი­კა­ლი იფ­რი­ნა, რაც სიგ­რძე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 800 მეტ­რამ­დეა. გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ იყო. ნი­კოს „რედ­ბუ­ლის“ ათ­ლე­ტე­ბი ახ­ლდა, რომ­ლე­ბიც სამ­თო სპორ­ტში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლე­ბი არი­ან (შვე­ი­ცა­რია-ავ­სტრი­ის ნაკ­რე­ბია). ნი­კოს 3 მო­თხი­ლა­მუ­რე ახ­ლდა, და­ნარ­ჩე­ნი ოპე­რა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ფერ­დი­დან იღებ­დნენ სრი­ალს, მათ ნი­კოს ძმა - ზურა ახ­ლდათ, რო­მე­ლიც ოპე­რა­ტო­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუ­ნავ­და. ძმამ სა­კუ­თა­რი თვა­ლით უყუ­რა ამ ყვე­ლა­ფერს...ამ მარ­შრუტ­ზე ნიკო პირ­ვე­ლად წა­ვი­და, იქ ერთხელ ადი­ხარ და ან გა­გი­მარ­თლებს, ან - არა. 5 დღის წინ ხუთ­ნი, ქარ­თვე­ლე­ბი ავე­დით ამ მარ­შრუტ­ზე. ეს ისე­თი მარ­შრუ­ტია, ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ თუ ახ­ვალ. მა­ნამ­დე ბევ­რი მარ­შრუ­ტი დაგ­ვი­ლაშ­ქრავს, რო­გორც ალ­პი­ნის­ტებს, უმე­ტე­სად მეს­ტი­ა­ში, ყაზ­ბეგ­ში... უშ­ბა­ზე სხვა­დას­ხვა მხრი­დან ავ­სულ­ვართ რო­გორც ალ­პი­ნის­ტე­ბი, მაგ­რამ თხი­ლა­მუ­რე­ბით ქარ­თვე­ლის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო იქ სრი­ა­ლი. ჩვენ ვი­ყა­ვით პირ­ვე­ლე­ბი, ვინც უშ­ბა­ზე გავ­ბე­დეთ თხი­ლა­მუ­რით დაშ­ვე­ბა. ჩვენ გაგ­ვი­მარ­თლა, ნი­კოს - არა, სა­უ­ბე­დუ­როდ... ნი­კოს ჰქონ­და ასე­თი ჩვე­ვა, მწვერ­ვალ­ზე როცა ადი­ო­და, ჰარ­მო­ნი­კას უკ­რავ­და ხოლ­მე, სულ თან ჰქონ­და...ნიკო ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის, ალ­პი­ნიზ­მის და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის საყ­რდე­ნი იყო, ისე­თი სა­ხე­ლი­ა­ნი იყო, მას­ზე დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებ­დით და ასო­ცი­ა­ცი­ის მთა­ვარ გუ­ლად მო­ვი­აზ­რებ­დით, ის იყო ჩვე­ნი ძმა, მე­გო­ბა­რი და უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნი. ნი­კოს მთე­ლი სვა­ნე­თი დას­ტი­რის, უმაგ­რე­სი პი­როვ­ნე­ბა დავ­კარ­გეთ... რა საქ­მე­საც ხელს მოჰ­კი­დებ­და, ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე მიჰ­ყავ­და, მის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი არ არ­სე­ბობ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და.. ნიკო გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით, მას ყვე­ლა­ფე­რი და­დე­ბი­თი ჰქონ­და, იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო... ძა­ლი­ან ძნე­ლია ასე­თი მე­გობ­რის და­კარ­გვა“.წყარო: ambebi.ge

მაი. 23, 2025 - 13:56
 0
“ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის მეგობრები
22 მა­ი­სის დი­ლას, უშ­ბა­ზე ექ­სპე­დი­ცი­ის დროს ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა 29 წლის მეს­ტი­ე­ლი ალ­პი­ნის­ტი, მო­თხი­ლა­მუ­რე და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის სამ­თო გიდი ნი­კო­ლოზ ფა­ლი­ა­ნი. მომ­ხდარ­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია:

სვა­ნეთ­ში, უშ­ბის მთა­ზე ქვე­ი­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და 4 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. უწყე­ბის ცნო­ბით, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა 3600 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში 3 ადა­მი­ა­ნი უვ­ნებ­ლად აიყ­ვა­ნეს ვერ­ტმფრენ­ში, ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლიც. ცხე­და­რი მეს­ტი­ა­ში გა­და­ას­ვე­ნეს.
AMBEBI.GE ნი­კოს მე­გობ­რებ­სა და კო­ლე­გებს ესა­უბ­რა.

ლაშა ფირ­ცხე­ლა­ნი:

ნიკო იდე­ა­ლუ­რი მე­გო­ბა­რი იყო, რთუ­ლია ჩემ­თვის სა­უ­ბა­რი... გუ­შინ მას­თან ერ­თად არ ვყო­ფილ­ვარ, წინა კვი­რა­ში ვი­ყა­ვი იმა­ვე მარ­შრუტ­ზე. მთა­ში ხდე­ბა ხოლ­მე ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, არა­ვი­ნაა ამის­გან და­ზღვე­უ­ლი... ნიკო მთამ­სვლე­ლი იყო და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის სამ­თო გიდი, მო­თხი­ლა­მუ­რე, ოქრო ბიჭი და უმაღ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი. ნიკო მალე 30-ის გახ­დე­ბო­და, მას 5 და-ძმა ჰყავს (მას­ზე უმ­ცრო­სე­ბი) და ყვე­ლას პატ­რო­ნობ­და. ნიკო ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი იყო, თუმ­ცა და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ ვართ, მთა­ში, მწვერ­ვა­ლებ­ზე დიდი რის­კია და როცა მივ­დი­ვართ, იმა­საც ვფიქ­რობთ, რომ შე­იძ­ლე­ბა უკან ვერ დავ­ბრუნ­დეთ. ნი­კოს „რედ­ბუ­ლის“ - სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჰყავ­და, მათი ეგი­დით სა­რეკ­ლა­მო რგოლს იღებ­დნენ, რის­თვი­საც უშ­ბი­დან უნდა დაშ­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ. ნიკო და 3 სტუ­მა­რი უშ­ბა­ზე იყ­ვნენ ასუ­ლი, ნი­კოს ძმა და ოპე­რა­ტო­რე­ბის ჯგუ­ფი კი - სა­ბა­ზო ბა­ნაკ­ში. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა უშ­ბის კალ­თებ­ზე (ასე­თი მარ­შრუ­ტია - კო­კი­ნი, უშ­ბის უნა­გი­რის უძა­ხი­ან და იქი­დან დაშ­ვე­ბის დროს) მოხ­და, რთუ­ლი მო­ნაკ­ვე­თია. ნიკო 15 წე­ლია, ამ სპორ­ტშია, იცო­და ენე­ბი, ერ­თად გა­ვი­ა­რეთ სამ­თო გი­დე­ბის სკო­ლა. რო­გორც მე­გო­ბა­რი, იდე­ა­ლუ­რი იყო, მე­გო­ბარ­ზე მეტი... ნიკო ივ­ნი­სის ბო­ლოს ბიჭს ელო­დე­ბო­და, პირ­ველ შვილს.

შაკო მარ­გი­ა­ნი:

"მე და ნიკო ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ, მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო გი­დე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში. რო­გორც გა­ვი­გეთ, ყი­ნუ­ლის ნა­ტეხ­ზე წა­მო­ე­დო თხი­ლა­მუ­რი, რა­მაც ნი­კოს კონ­ტრო­ლი და­ა­კარ­გვი­ნა. იქ და­ახ­ლო­ე­ბით 45 გრა­დუ­სის ფერ­დია, სა­დაც ზურ­გით თუ და­ე­ცი, ნუ­ლია შან­სი, ვერ შე­მოტ­რი­ალ­დე­ბი, მი­დი­ხარ, ეშ­ვე­ბი. ასე და­ე­მარ­თა ნი­კოს, გასძვრა თხი­ლა­მუ­რიც და ჩა­ფხუ­ტიც, და­ახ­ლო­ე­ბით 350 ვერ­ტი­კა­ლი იფ­რი­ნა, რაც სიგ­რძე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 800 მეტ­რამ­დეა. გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ იყო. ნი­კოს „რედ­ბუ­ლის“ ათ­ლე­ტე­ბი ახ­ლდა, რომ­ლე­ბიც სამ­თო სპორ­ტში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლე­ბი არი­ან (შვე­ი­ცა­რია-ავ­სტრი­ის ნაკ­რე­ბია). ნი­კოს 3 მო­თხი­ლა­მუ­რე ახ­ლდა, და­ნარ­ჩე­ნი ოპე­რა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ფერ­დი­დან იღებ­დნენ სრი­ალს, მათ ნი­კოს ძმა - ზურა ახ­ლდათ, რო­მე­ლიც ოპე­რა­ტო­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუ­ნავ­და. ძმამ სა­კუ­თა­რი თვა­ლით უყუ­რა ამ ყვე­ლა­ფერს...


ამ მარ­შრუტ­ზე ნიკო პირ­ვე­ლად წა­ვი­და, იქ ერთხელ ადი­ხარ და ან გა­გი­მარ­თლებს, ან - არა. 5 დღის წინ ხუთ­ნი, ქარ­თვე­ლე­ბი ავე­დით ამ მარ­შრუტ­ზე. ეს ისე­თი მარ­შრუ­ტია, ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ თუ ახ­ვალ. მა­ნამ­დე ბევ­რი მარ­შრუ­ტი დაგ­ვი­ლაშ­ქრავს, რო­გორც ალ­პი­ნის­ტებს, უმე­ტე­სად მეს­ტი­ა­ში, ყაზ­ბეგ­ში... უშ­ბა­ზე სხვა­დას­ხვა მხრი­დან ავ­სულ­ვართ რო­გორც ალ­პი­ნის­ტე­ბი, მაგ­რამ თხი­ლა­მუ­რე­ბით ქარ­თვე­ლის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო იქ სრი­ა­ლი. ჩვენ ვი­ყა­ვით პირ­ვე­ლე­ბი, ვინც უშ­ბა­ზე გავ­ბე­დეთ თხი­ლა­მუ­რით დაშ­ვე­ბა. ჩვენ გაგ­ვი­მარ­თლა, ნი­კოს - არა, სა­უ­ბე­დუ­როდ... ნი­კოს ჰქონ­და ასე­თი ჩვე­ვა, მწვერ­ვალ­ზე როცა ადი­ო­და, ჰარ­მო­ნი­კას უკ­რავ­და ხოლ­მე, სულ თან ჰქონ­და...

ნიკო ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის, ალ­პი­ნიზ­მის და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის საყ­რდე­ნი იყო, ისე­თი სა­ხე­ლი­ა­ნი იყო, მას­ზე დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებ­დით და ასო­ცი­ა­ცი­ის მთა­ვარ გუ­ლად მო­ვი­აზ­რებ­დით, ის იყო ჩვე­ნი ძმა, მე­გო­ბა­რი და უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნი. ნი­კოს მთე­ლი სვა­ნე­თი დას­ტი­რის, უმაგ­რე­სი პი­როვ­ნე­ბა დავ­კარ­გეთ... რა საქ­მე­საც ხელს მოჰ­კი­დებ­და, ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე მიჰ­ყავ­და, მის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი არ არ­სე­ბობ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და.. ნიკო გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით, მას ყვე­ლა­ფე­რი და­დე­ბი­თი ჰქონ­და, იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო... ძა­ლი­ან ძნე­ლია ასე­თი მე­გობ­რის და­კარ­გვა“.

წყარო: ambebi.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow