“ნუ დაუჯერებთ მათ ვინც სანქციებით გამოწვეული აპოკალიფსისით გაშინებთ” – ზაალ ანჯაფარიძე
სააგენტო "პარალელი" “ნუ დაუჯერებთ მათ ვინც სანქციებით გამოწვეული აპოკალიფსისით გაშინებთ” – ზაალ ანჯაფარიძე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სავარაუდო სანქციებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს და მიაჩნია, რომ სანქციებს თავისი პოზიტიური ეფექტიც ექნება: “როდესაც შენს ქვეყანას დასავლეთი სანქციებს უწესებს, ეს რა თქმა უნდა ცუდია – უფრო მეტ პრობლემებს ეჯახები ვიდრე მაშინ, როდესაც სანქციები არ გაწევს კისერზე. თუმცა, მოდით შევხედოთ სანქციებს სხვა კუთხითაც. ისინი საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ და გამოვიყენოთ ის ადგილობრივი რესურსები, […] “ნუ დაუჯერებთ მათ ვინც სანქციებით გამოწვეული აპოკალიფსისით გაშინებთ” – ზაალ ანჯაფარიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ნუ დაუჯერებთ მათ ვინც სანქციებით გამოწვეული აპოკალიფსისით გაშინებთ” – ზაალ ანჯაფარიძე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სავარაუდო სანქციებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს და მიაჩნია, რომ სანქციებს თავისი პოზიტიური ეფექტიც ექნება:
“როდესაც შენს ქვეყანას დასავლეთი სანქციებს უწესებს, ეს რა თქმა უნდა ცუდია – უფრო მეტ პრობლემებს ეჯახები ვიდრე მაშინ, როდესაც სანქციები არ გაწევს კისერზე.
თუმცა, მოდით შევხედოთ სანქციებს სხვა კუთხითაც. ისინი საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ და გამოვიყენოთ ის ადგილობრივი რესურსები, რომლებსაც „კომფორტის ზონაში“ მყოფნი, მანამდე არ ვეძებდით და არ ვიყენებდით, ან მოვძებნოთ ალტერნატივები.
ამით სახელმწიფო ძლიერდება, ის სწავლობს კრიტიკულ სიტუაციებთან გამკლავებას, ხალხიც სწავლობს ხელის განძრევას და რაც მთავარია ვინარჩუნებთ სუვერენული პოლიტიკის წარმოების საშუალებას, რაც დღეს ფასდაუდებელი აქტივია.
მოკლედ, „რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს“. ამიტომაც ნუ დაუჯერებთ მათ ვინც სანქციებით გამოწვეული აპოკალიფსისით გაშინებთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.
“ნუ დაუჯერებთ მათ ვინც სანქციებით გამოწვეული აპოკალიფსისით გაშინებთ” – ზაალ ანჯაფარიძე
პარალელი
What's Your Reaction?






