“ობლად გაზარდა დედამ... გაჭირვებულებს მთელი ცხოვრება ხელს უმართავდა" - ცნობილია სანზონაში მოკლული მამაკაცის ვინაობა

თბი­ლის­ში, გუ­შინ მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა სის­ხლისღვრით დას­რულ­და. ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სამი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს, სამ­წუ­ხა­როდ ერთი მათ­გა­ნი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მოკ­ლუ­ლი 42 წლის რა­მაზ რო­გა­ვაა.ის ზუგ­დი­დე­ლია, თუმ­ცა წლე­ბია თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და აქ მუ­შა­ობ­და. შემ­თხვე­ვა მეტ­რო­სად­გურ “ღრმა­ღე­ლეს“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, მაგ­რამ ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს."რა­მა­ზი ერ­ქვა, მაგ­რამ ყვე­ლა ალი­კას ვე­ძახ­დით. 42 წლის იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა. ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე. ერთი რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი ბიჭი იყო, ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ­და. ობ­ლად გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან ის და მისი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ბედ­მა იგი­ვე წრე­ზე იარა, მა­საც დარ­ჩა ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ვერ ეუბ­ნე­ბი­ან საყ­ვა­რე­ლი მა­მის მკვლე­ლო­ბის ამ­ბავს.გაჭირვებულებს მთელი ცხოვრება ხელს უმართავდა, არავის მიაყენებდა შეურაცხყოფას, შელაპარაკების მიზეზი თვითონ არ იქნებოდა. არ ვიცი ასე რატომ გაიმეტეს და ვინ გაიმეტა. როგორც ვიცი, დამნაშავესაც არ იცნობდა. არც სხვა დაჭრილებზე მაქვს ინფორმაცია. მამა პატარა ასაკში დაეღუპა. 4 დედმამიშვილი იყვნენ, ობლად გაზარდა დედამ. სამწუხაროდ დედმამიშვილებიდან ერთი გარდაცვლილი ჰყავს. დედამისმა უფროსი შვილის გარდაცვალებას ვეღარ გაუძლო, მისმა გულმა ვერ გადაიტანა ეს დიდი ტკივილი და მალევე დაიღუპა. როგორც მახსოვს, მაშინ ალიკა 18 წლის იყო. ახლა მისი ორი დედმამიშვილია უმძიმეს მდგომარეობაში და ამ მწარე რეალობის წინაშე. ძნელია მათ რაიმე სანუგეშო სიტყვა უთხრა. რატომ მოკლეს არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცით ალიკა ძალიან პატიოსანი, მშრომელი და კეთილშობილი ბიჭი იყო და ძალიან მტკივა გული. ამ მოგონებად დარჩება ის ჩვენს გულში. დარწმუნებული ვარ ყველა კარგს გეტყვით მასზე. დამნაშავეზეც და კონფლიქტის მიზეზზეც ვერაფერს გეტყვით, ერთი ვიცით, ნაცნობები არ იყვნენ ერთმანეთის. ზუგდიდში ჩამოასვენებენ ალბათ. ჯერ არ არის ჩამოსვენებული. დარჩა ერთი გოგონა, რომელიც სამწუხაროდ ვიღაცის ჩადენილი უსამართლო ქმედების გამო უმამოდ უნდა იყოს. თანავუგრძნობ ყველას, ვინც განიცდის მომხდარს. ძალიან მენანება ალიკა. ვიღაც გარეწრის უსამართლობას შეეწირა ეს კეთილი ადამიანი",- ამბობს კვირის პალიტრასთან საუბარში მისი ახლობელი.წყარო: kvirispalitra.ge

ივნ. 6, 2025 - 13:26
 0
“ობლად გაზარდა დედამ... გაჭირვებულებს მთელი ცხოვრება ხელს უმართავდა" - ცნობილია სანზონაში მოკლული მამაკაცის ვინაობა
თბი­ლის­ში, გუ­შინ მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა სის­ხლისღვრით დას­რულ­და. ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სამი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს, სამ­წუ­ხა­როდ ერთი მათ­გა­ნი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მოკ­ლუ­ლი 42 წლის რა­მაზ რო­გა­ვაა.

ის ზუგ­დი­დე­ლია, თუმ­ცა წლე­ბია თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და აქ მუ­შა­ობ­და. შემ­თხვე­ვა მეტ­რო­სად­გურ “ღრმა­ღე­ლეს“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, მაგ­რამ ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს.

"რა­მა­ზი ერ­ქვა, მაგ­რამ ყვე­ლა ალი­კას ვე­ძახ­დით. 42 წლის იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა. ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე. ერთი რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი ბიჭი იყო, ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ­და. ობ­ლად გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან ის და მისი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ბედ­მა იგი­ვე წრე­ზე იარა, მა­საც დარ­ჩა ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ვერ ეუბ­ნე­ბი­ან საყ­ვა­რე­ლი მა­მის მკვლე­ლო­ბის ამ­ბავს.

გაჭირვებულებს მთელი ცხოვრება ხელს უმართავდა, არავის მიაყენებდა შეურაცხყოფას, შელაპარაკების მიზეზი თვითონ არ იქნებოდა. არ ვიცი ასე რატომ გაიმეტეს და ვინ გაიმეტა. როგორც ვიცი, დამნაშავესაც არ იცნობდა. არც სხვა დაჭრილებზე მაქვს ინფორმაცია. მამა პატარა ასაკში დაეღუპა.

4 დედმამიშვილი იყვნენ, ობლად გაზარდა დედამ. სამწუხაროდ დედმამიშვილებიდან ერთი გარდაცვლილი ჰყავს. დედამისმა უფროსი შვილის გარდაცვალებას ვეღარ გაუძლო, მისმა გულმა ვერ გადაიტანა ეს დიდი ტკივილი და მალევე დაიღუპა. როგორც მახსოვს, მაშინ ალიკა 18 წლის იყო. ახლა მისი ორი დედმამიშვილია უმძიმეს მდგომარეობაში და ამ მწარე რეალობის წინაშე. ძნელია მათ რაიმე სანუგეშო სიტყვა უთხრა. რატომ მოკლეს არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცით ალიკა ძალიან პატიოსანი, მშრომელი და კეთილშობილი ბიჭი იყო და ძალიან მტკივა გული.

ამ მოგონებად დარჩება ის ჩვენს გულში. დარწმუნებული ვარ ყველა კარგს გეტყვით მასზე. დამნაშავეზეც და კონფლიქტის მიზეზზეც ვერაფერს გეტყვით, ერთი ვიცით, ნაცნობები არ იყვნენ ერთმანეთის. ზუგდიდში ჩამოასვენებენ ალბათ. ჯერ არ არის ჩამოსვენებული. დარჩა ერთი გოგონა, რომელიც სამწუხაროდ ვიღაცის ჩადენილი უსამართლო ქმედების გამო უმამოდ უნდა იყოს. თანავუგრძნობ ყველას, ვინც განიცდის მომხდარს. ძალიან მენანება ალიკა. ვიღაც გარეწრის უსამართლობას შეეწირა ეს კეთილი ადამიანი",- ამბობს კვირის პალიტრასთან საუბარში მისი ახლობელი.

წყარო: kvirispalitra.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow