ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სასამართლო განაჩენის მოლოდინში

ხვალ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განაჩენი უნდა გამოცხადდეს ასევე, ხვალ გახდება ცნობილი მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება ზურა გირჩი ჯაფარიძის შემთხვევაშიც.  როგორც ცნობილია, არც ერთი მათგანი განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად სულ 9 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარეს, მათგან საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი 8 პირმა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარიაა. შესაბამისად, მას ამ საქმეზე ბრალდება წარდგენილი არ აქვს. განაჩენი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლის ვადით. ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი და ზურა გირჩი ჯაფარიძე გირაოს გადაუხდელობის გამო უკვე იმყოფებიან საპატიმროში.

ივნ. 22, 2025 - 12:27
 0
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სასამართლო განაჩენის მოლოდინში

ხვალ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განაჩენი უნდა გამოცხადდეს ასევე, ხვალ გახდება ცნობილი მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება ზურა გირჩი ჯაფარიძის შემთხვევაშიც. 

როგორც ცნობილია, არც ერთი მათგანი განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად სულ 9 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარეს, მათგან საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი 8 პირმა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარიაა. შესაბამისად, მას ამ საქმეზე ბრალდება წარდგენილი არ აქვს.

განაჩენი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლის ვადით. ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი და ზურა გირჩი ჯაფარიძე გირაოს გადაუხდელობის გამო უკვე იმყოფებიან საპატიმროში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow