ორი ათასი ოჯახი მიიღებს კეთილმოწყობილ გარემონტებულ საცხოვრებელ ბინებს სრულიად უსასყიდლოდ. მათ შორის, ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი ოჯახები – სულხან თამაზაშვილი
ორი ათასი ოჯახი მიიღებს კეთილმოწყობილ გარემონტებულ საცხოვრებელ ბინებს სრულიად უსასყიდლოდ. მათ შორის, ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი ოჯახები – სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადაცემაში “იმედის კვირა” მიმდინარე სოციალურ პროექტებზე ისაუბრა. აჭარაში აქტიური ტურისტული სეზონის პარალელურად, რეგიონის მასშტაბით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზანი ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. ,,ორი ათასი ოჯახი მიიღებს კეთილმოწყობილ გარემონტებულ საცხოვრებელ ბინებს […]


ორი ათასი ოჯახი მიიღებს კეთილმოწყობილ გარემონტებულ საცხოვრებელ ბინებს სრულიად უსასყიდლოდ. მათ შორის, ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი ოჯახები – სულხან თამაზაშვილი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადაცემაში “იმედის კვირა” მიმდინარე სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.
აჭარაში აქტიური ტურისტული სეზონის პარალელურად, რეგიონის მასშტაბით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზანი ადამიანთა
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
,,ორი ათასი ოჯახი მიიღებს კეთილმოწყობილ გარემონტებულ საცხოვრებელ ბინებს სრულიად უსასყიდლოდ. მათ შორის, ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი ოჯახები“ – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია ქობულეთსა და ხელვაჩაურში.
ქობულეთში ორი მრავალბინიანი კორპუსი აშენდება. პროექტის ფარგლებში ბინა 126 ოჯახს გადაეცემა. სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. პროექტის დასრულების შემდეგ ეკომიგრანტ ოჯახებს ბინა უსასყიდლოდ გადაეცემათ.
,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კაპრეშუმში უკვე დასკვნით ეტაპზეა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 90 ოჯახზეა გათვლილი. ამ ეტაპზე, ბინების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დასრულების შემდეგ, ძალიან ღირსეული, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლები გადაეცემა ჩვენს მოქალაქეებს“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
აჭარაში, ჯამში 2000-ზე მეტ ოჯახს ექნება უფასო ბინა. აქედან, 700-მდე ბინის მშენებლობა დასრულებულია და უკვე შესახლებულია ოჯახების ნაწილი. მიმდინარე პროექტების დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება.
What's Your Reaction?






