ოფიციალურად: ლივერპულის ყოფილი კაპიტანი ბრენტფორდის ფეხბურთელია

ინგლისურმა „ბრენტფორდმა“ ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი ჯორდან ჰენდერსონთან. 35 წლის ინგლისელი ნახევარმცველი გუნდს თავისუფალი...

ივლ. 15, 2025 - 20:27
 0
ოფიციალურად: ლივერპულის ყოფილი კაპიტანი ბრენტფორდის ფეხბურთელია
ინგლისურმა „ბრენტფორდმა“ ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი ჯორდან ჰენდერსონთან. 35 წლის ინგლისელი ნახევარმცველი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც ზაფხულში „აიაქსი“ დატოვა.

ჰენდერსონთან ხელშეკრულება ორწლიანია. მანამდე ის 12 წელი იცავდა „ლივერპულის“ ღირსებას, სადაც არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.

ბოლო სეზონში ჰენდერსონმა „აიაქსში“ 28 მატჩი ჩაატარა ერედივიზიონში და 5 ასისტით გამოირჩა. ევროპა ლიგაზე მას კიდევ 15 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow