ოფიციალურად – სიმონე ინძაგი „ალ-ჰილალის“ მწვრთნელია

საუდის არაბეთის „ალ-ჰილალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა სიმონე ინძაგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ. 49 წლის იტალიელმა სპეციალისტმა და მისმა ახალმა კლუბმა 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმეს ხელშეკრულება. უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ სიმონე ინძაგი „ალ-ჰილალში“ წელიწადში ხელფასის სახით 25 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ 3 ივნისს შეწყვიტა თანამშრომლობა მწვრთნელთან. ინძაგი მილანურ კლუბს 2021 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით […]

ივნ. 5, 2025 - 13:57
 0
ოფიციალურად – სიმონე ინძაგი „ალ-ჰილალის“ მწვრთნელია

საუდის არაბეთის „ალ-ჰილალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა სიმონე ინძაგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ.
49 წლის იტალიელმა სპეციალისტმა და მისმა ახალმა კლუბმა 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმეს ხელშეკრულება.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ სიმონე ინძაგი „ალ-ჰილალში“ წელიწადში ხელფასის სახით 25 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ 3 ივნისს შეწყვიტა თანამშრომლობა მწვრთნელთან. ინძაგი მილანურ კლუბს 2021 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით „ნერაძურიმ“ მოიგო სერია A, ორჯერ იტალიის თასი და სამჯერ იტალიის სუპერთასი. გარდა ამისა, „ინტერმა“ ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივეჯერ დამარცხდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow