ოცნების ახალი კანონპროექტით, მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება იზღუდება

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, სასამართლოს სხდომების გაშუქება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ცვლილებების მიხედვით: სასამართლოს ეზოში, დერეფნებში და სხდომის დარბაზში გადაღება იკრძალება, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ამას სასამართლო ან მისი უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა დაიშვება მხოლოდ მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს შენობაში შესულ პირებს შესაძლოა ჩამოართვან პირადი ნივთები, […] The post ოცნების ახალი კანონპროექტით, მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება იზღუდება appeared first on .

ივნ. 23, 2025 - 22:57
 0
ოცნების ახალი კანონპროექტით, მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება იზღუდება
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, სასამართლოს სხდომების გაშუქება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

ცვლილებების მიხედვით:

  • სასამართლოს ეზოში, დერეფნებში და სხდომის დარბაზში გადაღება იკრძალება, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ამას სასამართლო ან მისი უფლებამოსილი პირი ახორციელებს.
  • სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა დაიშვება მხოლოდ მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
  • სასამართლოს შენობაში შესულ პირებს შესაძლოა ჩამოართვან პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები და სხვა ტექნიკა.

ამასთან, გაუქმდება მედიას დღემდე არსებული უფლება, შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესების ფოტოგადაღება ან ტრანსლაცია. კანონპროექტის ავტორები 9 დეპუტატია, მათ შორის არჩილ გორდულაძე და რატი იონათამიშვილი.

კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა გულისხმობს, რომ მიმდინარე კვირაში ის სამივე მოსმენით მიიღება.

The post ოცნების ახალი კანონპროექტით, მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება იზღუდება appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow