პაატა მანჯგალაძე: “ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!”

სააგენტო "პარალელი" პაატა მანჯგალაძე: “ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!” “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოზიციას აფიქსირებს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს მიერ დაწესებულ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს: “უდიდეს პატივისცემას ვუცხადებ ყველას, ვინც გირაოს გადაუხდელობით პატიმრობაში მიდის – ეს მართლაც მორალურად ძლიერი და ღირსეული აქტია. მაგრამ მაშინ, როცა პროტესტი უფრო და უფრო გადამწყვეტ ფაზაში შედის, მე მჯერა, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, […] პაატა მანჯგალაძე: “ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!” პარალელი

მაი. 17, 2025 - 08:27
 0
პაატა მანჯგალაძე: “ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!”

სააგენტო "პარალელი"
პაატა მანჯგალაძე: “ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოზიციას აფიქსირებს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს მიერ დაწესებულ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

უდიდეს პატივისცემას ვუცხადებ ყველას, ვინც გირაოს გადაუხდელობით პატიმრობაში მიდის – ეს მართლაც მორალურად ძლიერი და ღირსეული აქტია.

მაგრამ მაშინ, როცა პროტესტი უფრო და უფრო გადამწყვეტ ფაზაში შედის, მე მჯერა, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე ერთად ციხეში კი არა, გარეთ, ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!

რეჟიმის სტრატეგია თავიდანვე იყო ლიდერების იზოლირება და პროტესტის გადაქცევა უთაო წინააღმდეგობად.

ფაქტია, თანამედროვე ავტოკრატიებს ამარცხებს ერთიანი მიზნისკენ შეკრული საზოგადოება – არა ციხეები.

არც ბელარუსში, არც რუსეთში ციხეებმა არ გააძლიერა პროტესტი – პირიქით!

საკმარისი ტყვეები უკვე ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს – ახლა კი გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი ძალა!

შესაბამისად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ახალი ტყვეების დამატება, არამედ არსებული ძალის მაქსიმალურად მობილიზება – მძლავრი წინააღმდეგობის ორგანიზება.

ამიტომ ვთვლი, ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!”- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

პაატა მანჯგალაძე: “ლიდერები ერთად ციხეში კი არა ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!”
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow