პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას”

სააგენტო "პარალელი" პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას” “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდში სექმილ რეალობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია“: “ხშირად გვეკითხებიან რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ რეჟიმი იშლება? პასუხი მარტივია: ეს არ არის სურვილი, ეს არის გარკვეული კანონზომიერება, მექანიზმი, რომელიც ამსხვრევს ყველა დიქტატურას და ეს მექანიზმი უკვე ამოქმედებულია საქართველოშიც. 1. შიდა განხეთქილება და წინააღმდეგობა. როდესაც რეჟიმის […] პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას” პარალელი

ივლ. 13, 2025 - 01:57
 0
პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია  როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას”

სააგენტო "პარალელი"
პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდში სექმილ რეალობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია“:

ხშირად გვეკითხებიან რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ რეჟიმი იშლება?

პასუხი მარტივია: ეს არ არის სურვილი, ეს არის გარკვეული კანონზომიერება, მექანიზმი, რომელიც ამსხვრევს ყველა დიქტატურას და ეს მექანიზმი უკვე ამოქმედებულია საქართველოშიც.

1. შიდა განხეთქილება და წინააღმდეგობა.

როდესაც რეჟიმის საყრდენები ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური ტოვებენ სისტემას ეს ნიშნავს ერთს: შიგნითაც აღარ სჯერათ, რომ რეჟიმი გადარჩება.

ერთობის ნაცვლად მოდის შიში, უნდობლობა და გადარჩენის ინსტინქტი.

ეს არის შიდა ჩამოშლის დასაწყისი.

2. ელიტის (ფინანსური, კულტურული) დისტანცირება,თავის შორს დაჭერა იმ დონემდე რომ რეაჟიმის მარცხი არ გახდეს მათი პერსონალური მარცხი.

ეს არის ავტოკრატიის ტიპური დაშლის ეტაპი, ჯერ შიდა საყრდენები ეცლებიან, მერე გარემოცვაც დისტანცირდება.

3. ხალხის მოლოდინის ამოწურვა.

საქართველოში დღეს ყველა გრძნობს, ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. გაბრაზება, იმედგაცრუება და მზადყოფნა ერთდროულად იზრდება.

ეს არის ასევე ისტორიული გარდატეხის წინაპირობა.

4. საერთაშორისო იზოლაცია.

როდესაც რეჟიმს ღიად აკრიტიკებს აშშ, ევროპარლამენტი და დემოკრატიული მსოფლიო, ის მარტო რჩება. დიქტატურა, რომელიც მარტო რჩება,იმსხვრევა როგორც ბზარიანი მინა. ეს ბზარები უკვე თვალსაჩინოა.

რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას.

ეს უკვე არ არის უბრალოდ შესაძლებლობა, ეს არის ეროვნული ამოცანა და პასუხისმგებლობა”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს და ერთად, მშვიდობიანად, დროულად დავასრულებთ მას”
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow