პაპუაშვილი: საჩივრების მეორე და მოპასუხე მხარე სინამდვილეში ევროკავშირის ელჩია

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეების, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაბარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ამ საჩივრების მეორე მხარე და მოპასუხე, სინამდვილეში, ევროკავშირის ელჩია”. ის კვლავ “სიძულვილის, ძალადობის, პროპაგანდის – ექსტრემიზმის მხარდაჭერასა და წაქეზებაში” ადანაშაულებს ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს და ამტკიცებს, რომ “მისი პასუხისმგებლობაა, რომ EU-ის მიერ დაფინანსებული ადამიანები […]

ივნ. 12, 2025 - 02:27
 0
პაპუაშვილი: საჩივრების მეორე და მოპასუხე მხარე სინამდვილეში ევროკავშირის ელჩია

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე მოქალაქეების, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაბარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ამ საჩივრების მეორე მხარე და მოპასუხე, სინამდვილეში, ევროკავშირის ელჩია”.
ის კვლავ “სიძულვილის, ძალადობის, პროპაგანდის – ექსტრემიზმის მხარდაჭერასა და წაქეზებაში” ადანაშაულებს ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს და ამტკიცებს, რომ “მისი პასუხისმგებლობაა, რომ EU-ის მიერ დაფინანსებული ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ქალებს, ბავშვებს და პოლიტიკოსებს ქუჩაში თუ სოციალურ მედიაში”.
შალვა პაპუაშვილი სასამართლოში დაბარებულ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს “ზიზღის გავრცელების ინსტრუმენტებს” უწოდებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow