"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა სეზონის დაწყების წინ ფეხბურთელებს მიზანი დაუსახელა

"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა სეზონის დაწყების წინ ფეხბურთელებს მიზანი დაუსახელა

აგვ. 8, 2025 - 04:27
 0
"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა სეზონის დაწყების წინ ფეხბურთელებს მიზანი დაუსახელა
"პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ახალი სეზონის დაწყების წინ კლუბის ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა.

ალ-ხელაიფიმ პარიზელთა საწვრთნელი ბაზა მოინახულა და შეგირდებთან გამამხნევებელი მიმართვა გააკეთა:

"ჩვენ გველოდებიან. ყველა გუნდი მოინდომებს მოგვიგოს, რადგან ევროპის ჩემპიონები ვართ. ყველაფრის მოგება ჩვენი მიზანი უნდა გახდეს"

– აღნიშნა კლუბის მესვეურმა.

პარიზელები ახალ სეზონს 13 აგვისტოს დაიწყებენ, სადაც სუპერთასზე "ტოტენჰემს“ დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პსჟ-მ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და "ინტერს" გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 სძლია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow