პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის პროცედურები დაიწყო
პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის პროცედურები დაიწყო - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად შემუშავდა, საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნა და უკვე დაწყებულია საპარლამენტო განხილვის პროცედურები. ცვლილების თანახმად: ✓ სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა; ✓ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა; ✓ იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს; ✓ მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით: ✓ ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი; ✓ ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს; ✓ მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები; ✓ ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს; ✓ შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის პროცედურები დაიწყო - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად შემუშავდა, საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნა და უკვე დაწყებულია საპარლამენტო განხილვის პროცედურები.
ცვლილების თანახმად:
✓ სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
✓ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
✓ იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;
✓ მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:
✓ ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი;
✓ ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;
✓ მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;
✓ ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს;
✓ შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






