პირდაპირი რეისები ბარიდან – მანიფესტი ემიგრანტების დასახმარებლად
იხილეთ მანიფესტი: https://avia.ge/petition-flights-from-bari საქართველოში მოქმედი ავიაბილეთების ონლაინ პლატფორმა Avia.ge იწყებს ახალ ინიციატივას, რომელიც ემიგრანტების საჭიროებებს პასუხობს. საუბარია სპეციალურ მანიფესტზე, რომელიც მიმართულია იტალიის ქალაქ ბარიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებაზე. ბარი ქართველი ემიგრანტისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციად ითვლება იტალია -ში, თუმცა ამჟამად ბარიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობს. ეს ვითარება სერიოზულ პრობლემებს უქმნის ათასობით […] The post პირდაპირი რეისები ბარიდან – მანიფესტი ემიგრანტების დასახმარებლად appeared first on .

იხილეთ მანიფესტი: https://avia.ge/petition-flights-from-bari
საქართველოში მოქმედი ავიაბილეთების ონლაინ პლატფორმა Avia.ge იწყებს ახალ ინიციატივას, რომელიც ემიგრანტების საჭიროებებს პასუხობს. საუბარია სპეციალურ მანიფესტზე, რომელიც მიმართულია იტალიის ქალაქ ბარიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებაზე.
ბარი ქართველი ემიგრანტისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციად ითვლება იტალია -ში, თუმცა ამჟამად ბარიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობს. ეს ვითარება სერიოზულ პრობლემებს უქმნის ათასობით ემიგრანტს, რომლებიც იძულებული არიან იხელმძღვანელონ ალტერნატიული და უფრო რთული მარშრუტებით, რაც გულისხმობს როგორც შედარებით მეტი დროის დაკარგვას, ისე დამატებით ფინანსურ დანახარჯებს.
Avia.ge-ის წამოწყების მიზანია, მიიქციოს საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიებისა და შესაბამისი უწყებების ყურადღება, ბარიდან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საჭიროებაზე. ეს ინიციატივა ემყარება ქართველ ემიგრანტთა რეალურ სურვილს და მის შემუშავებამდე მიმდინარეობდა აქტიური დიალოგი მომხმარებლებთან, როგორც სოციალურ ქსელებში, ისე სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით.
მანიფესტში ნათქვამია:
“მოგმართავთ თხოვნით, ერთად მივაწვდინოთ ხმა ავიაკომპანიებსა და ავიაციის სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რათა ბარიდან საქართველოში დაიწყოს პირდაპირი ავიამიმოსვლა. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი საგრძნობლად გააადვილებს ემიგრანტებისთვის მგზავრობას და ხელს შეუწყობს მათ მარტივად დაბრუნდნენ სამშობლოში.“
Avia.ge-მ შექმნა გვერდი, სადაც ყველას შეუძლია ხელი მოაწეროს ამ ინიციატივას და დააფიქსიროს პოზიცია:
https://avia.ge/petition-flights-from-bari/
თქვენმა მხარდაჭერამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს, რომ ავიაკომპანიებმა ბარიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისები განიხილონ და ეს იდეა მალე რეალობად იქცეს.
(R)
The post პირდაპირი რეისები ბარიდან – მანიფესტი ემიგრანტების დასახმარებლად appeared first on .
What's Your Reaction?






