"პირველად მერაბთან ამის გამო დავმარცხდი" - ომალის აღიარება და მიზეზი

"პირველად მერაბთან ამის გამო დავმარცხდი" - შონ ომალი დვალიშვილთან მარცხის მიზეზს ხსნის

ივნ. 6, 2025 - 20:26
 0
"პირველად მერაბთან ამის გამო დავმარცხდი" - ომალის აღიარება და მიზეზი

მერაბ დვალიშვილი და შონ ო'მალი ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდებიან — სუპერმსუბუქი წონის MMA-ის ქართველი ვარსკვლავი ამერიკელ მეტოქეს 8 მაისს რევანშში შეხვდება.

როგორც ყველას ახსოვს, წინა ბრძოლაში დვალიშვილმა სრული დომინაციით დაამარცხა ო'მალი — ხუთრაუნდიანი კონტროლითა და ტაქტიკურად უნაკლო გამოსვლით. მაშინ "მანქანამ" მეტოქეს ბრძოლაში თითქმის არანაირი შანსი არ დაუტოვა.

თუმცა, შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფანების ნაწილში დარჩა შთაბეჭდილება, რომ შონ ო'მალი პირველ შეხვედრაში ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფებოდა და მისი მარცხის მიზეზიც ნაწილობრივ ამას მიაწერეს.

ამ მოსაზრებას ნაწილობრივ თავად შონ ო'მალიც ეთანხმება, თუმცა მისი ახსნა სრულიად განსხვავებულ ჭრილში მოაქცია. ერთ-ერთ ბოლო მიცემულ ინტერვიუში ო'მალიმ აღნიშნა:

"თავდაპირველად, მკერდზე საშინელი რამ მეხატა და გადავწყვიტე, ეს ყოველივე ბუს ტატუთი შემეცვალა. პიოტრ იანთან ბრძოლამდე, სახლიდან მზის ჩასვლას ვუყურებდი, როცა დიდი ბუ ჩემს წინ, ხის მოაჯირზე ჩამოჯდა. თავიდან ძალიან შევშინდი, რადგან მეგონა, რომ ეს ცუდის ნიშანი იყო. ჩემს სახლთან ძალიან ბევრი ბუ ცხოვრობს და მათ ყოველდღიურად ვამჩნევ. მერაბთან ბრძოლამდე 10 დღით ადრე ჩემს ეზოში მკვდარი ბუ დავინახე და მაშინვე გავაანალიზე, რომ ცუდის მომასწავებელი იქნებოდა და მივხვდი, რომ ეს ბრძოლა უბრალოდ ჩემი არ იყო."

ასე რომ, ო'მალის თქმით, მარცხის მიზეზი მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას არ უკავშირდებოდა — პიროვნულ დონეზე იგი ბრძოლამდე ფსიქოლოგიურად შექცეული აღმოჩნდა. მკვდარი ბუს სიმბოლიკა მისთვის ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა და თვითდაჯერებულობაზეც უარყოფითად იმოქმედა.






What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow