პიტერ სიიარტო – უკრაინის მიერ „დრუჟბას“ ნავთობსადენზე განხორციელებულ დარტყმაზე პასუხისმგებელი სამხედრო დანაყოფის მეთაურს უნგრეთსა და შენგენის ზონაში შესვლა ავუკრძალეთ – ეს იყო უნგრეთის სუვერენიტეტზე თავდასხმა
უკრაინის მიერ „დრუჟბას“ ნავთობსადენზე განხორციელებულ დარტყმაზე პასუხისმგებელი სამხედრო დანაყოფის მეთაურს უნგრეთსა და შენგენის ზონაში შესვლა ავუკრძალეთ, – ამის შესახებ განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ეს იყო უნგრეთის სუვერენიტეტზე თავდასხმა, რამაც საფრთხე შეუქმნა ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, – წერს პიტერ სიიარტო. მისი თქმით, „ყველა, ვინც უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს თავს […]


უკრაინის მიერ „დრუჟბას“ ნავთობსადენზე განხორციელებულ დარტყმაზე პასუხისმგებელი სამხედრო დანაყოფის მეთაურს უნგრეთსა და შენგენის ზონაში შესვლა ავუკრძალეთ, – ამის შესახებ განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ეს იყო უნგრეთის სუვერენიტეტზე თავდასხმა, რამაც საფრთხე შეუქმნა ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, – წერს პიტერ სიიარტო.
მისი თქმით, „ყველა, ვინც უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს თავს ესხმის, შედეგებს უნდა ელოდოს“.
„უკრაინამ ძალიან კარგად იცის, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენი უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგომომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომ, ასეთი დარტყმები ჩვენ უფრო მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე რუსეთს“, – აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობისთვის, 24 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ დრუჟბაზე“ თავდასხმა პირდაპირ კავშირშია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციასთან.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ბუდაპეშტის მიმართ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარა უპასუხოდ არ დარჩება“.
What's Your Reaction?






