პოლიციამ დააკავა 27 წლის სპორტსმენზე თავდამსხმელი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ დააკავა 27 წლის სპორტსმენ, ბექა ონიანზე თავდამსხმელი. უწყების ცნობით, 1995 წელს დაბადებული პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი) ბრალდებითაა დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკურად იძალადა 1998 წელს დაბადებულ ბექა ონიანზე, „რის შედეგად ის წაიქცა და თავის არეში...

What's Your Reaction?






