პრეზიდენტმა დაადასტურა - დავიდ დე ხეა ფიორენტინაში რჩება

ფლორენციაში ესპანელი კარის დარაჯით ბოლომდე კმაყოფილები არიან

აპრ. 13, 2025 - 01:27
 0
პრეზიდენტმა დაადასტურა - დავიდ დე ხეა ფიორენტინაში რჩება
მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა, დავიდ დე ხეამ ერთი სეზონი უკლუბოდ გაატარა და ბევრი ფიქრობდა, რომ მისი კარიერა დასასრულს მიუახლოვდებოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა.

უთამაშებელ დავიდ დე ხეას მიმდინარე სეზონის სტარტზე ნდობა ფიორენტინამ გამოუცხადა, რომლის კარსაც ესპანელი მეკარე შესანიშნავად იცავს, იმდენად კარგად, რომ ფლორენციელებმა მისი დატოვება გადაწყვიტეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ფიორეს პრეზიდენტმა დაადასტურა. მისი თქმით, დავიდ დე ხეა იტალიური კლუბის ღირსებას კიდევ 1 წლით დაიცავს.

34 წლის დავიდ დე ხეამ 2024/2025 წლების სეზონის სერია A-ში ფიორენტინას კარი 28-ჯერ დაიცვა და გოლგაუშვებლად მატჩი 10-ჯერ დაამთავრა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow