პრემიერის შეხვედრა სლოვენიასა და ვატიკანში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებთან
პრემიერი სლოვენიასა და ვატიკანში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა. სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე კონსტანტინე სურგულაძე, წმინდა საყდართან კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით მექვაბიშვილი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პრემიერი სლოვენიასა და ვატიკანში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა. სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე კონსტანტინე სურგულაძე, წმინდა საყდართან კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით მექვაბიშვილი დაინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
What's Your Reaction?






