პროკურატურამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას ბრალი წარუდგინა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. როგორც ნიკა მელიამ უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საუბარს აზრი არ აქვს. მისივე თქმით, „ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. ხელისუფლება რასაც სჩადის, ყველაფერი უკანონოა“. ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს და სასჯელის ზომად ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აპრ. 28, 2025 - 14:57
 0
პროკურატურამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას ბრალი წარუდგინა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

როგორც ნიკა მელიამ უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საუბარს აზრი არ აქვს. მისივე თქმით, „ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. ხელისუფლება რასაც სჩადის, ყველაფერი უკანონოა“.

ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს და სასჯელის ზომად ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow