რამდენ ათას ადამიანს შეეხება უვიზო მიმოსვლის აკრძალვა და როგორ – სტატისტიკა
ყოფილი მაღალჩინოსანი, მურთაზ ზოდელავა: ევროსტრუქტურების სტატისტიკური მონაცემებით: 260 000 მდე საქართველოს მოქალაქე სარგებლობს უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში დამატებითი შემოსავლის მისაღებად. საუბარია მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც არ არღვევს ევროპაში ყოფნოს 6 თვიანი რეჟიმის მოთხოვნებს. წლობით, უწყვეტად ევროპაში მომუშავე ჩვენი თანამოქალაქეების რიცხვი რამდენად კოლოსალურია, ამაზე აქ არ ვსაუბრობთ. ყოველწლიურად 10 ათასამდე ახალგაზრდა ხვდება ევროპულ სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტურ […] The post რამდენ ათას ადამიანს შეეხება უვიზო მიმოსვლის აკრძალვა და როგორ – სტატისტიკა appeared first on .

ყოფილი მაღალჩინოსანი, მურთაზ ზოდელავა:
ევროსტრუქტურების სტატისტიკური მონაცემებით:
260 000 მდე საქართველოს მოქალაქე სარგებლობს უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში დამატებითი შემოსავლის მისაღებად. საუბარია მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც არ არღვევს ევროპაში ყოფნოს 6 თვიანი რეჟიმის მოთხოვნებს. წლობით, უწყვეტად ევროპაში მომუშავე ჩვენი თანამოქალაქეების რიცხვი რამდენად კოლოსალურია, ამაზე აქ არ ვსაუბრობთ.
ყოველწლიურად 10 ათასამდე ახალგაზრდა ხვდება ევროპულ სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტურ ან სადოქტორო პროგრამაში. მათი უდიდესი უმრავლესობა არის დაბალშემოსავლიანი ოჯახეის ნიჭიერი ბავშვი.
ყოველწლიურად 7/8 ათასამდე ქართველი პაციენტი (რომელმაც უბრალოდ დაავადების დიაგნოზი ვერ მიიღო აქ) მძიმე ან გაურკვევლი დაავადების მქონე – სარგებლობს ევროპული მედიცინით, ძირითადად უფასოდ.
10 000 მდე ქართველი სატვირთოს მძღოლი, უვიზო რეჟიმის გამოისობით ახერხებს გამოიმუშავოს გადაზიდვების მაღალი ტარიფი ევროპის ტერიტორიაზე.
40 000 მდე წვრილი და საშუალო ქართველი მწარმოებელი უვიზოს წყალობით ახერებს, მცირე ხარჯით, დააორგანიზოს საკუთარი პროდუქციის განთავსება ევროპულ ბაზარზე.
30 000 ზე მეტი ქართველი მეზღვაური, უვიზობის გამოისობით, სარგებლობს უპირატესობით სამსახურის მოძიებისას.
ევროპის ქართველი ემიგრანტი საკუთარ ნაშრომს კვლავ საქართველოში აბანდებს, მათ შორის იმიტომ, რომ ენდობა (ენდობოდა) იმას რომ მასსა და მის ქართულ ქონებას შორის არასოდეს არ აღიმართება უვიზობის (გაუცხოვების, გარუსების) კედელი. დაბრკოლებები მიმოსვლის და სხვა იურიდიული კომუნიკაციის საკითხებში დიდ კედლად აღიმართება პირობითად ორ საქართველოს შორის.
ქართული დეველოპერული ბაზრისთვის უბრალოდ არ არსებობს ამერიკული და ევროპული ქართული ემიგრაციის ჩამნაცვლებელი ფენა. უფრო სწორედ, ამ მოცულობის პოტენციური მყიდველის ჩანაცვლება შეუძლია მხოლოდ სლავურ სამყაროს და ეგ რასაც ნიშნავს იმედია ხვდება აქ ყველა.
ამიტომ და სხვა ბევრი მიზეზის გათვალისწინებით (შეგიძლიათ კომენტარებში თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ) ქოცების ვორდინგი უვიზობის დაკარგვის გაბითურება/გაუბრალოების შესახებ, ყოფით ენაზე შემდეგ რამეს ნიშნავს:
“ჩვენ გავძეხით და ხვალაც ჩავხეთქავთ, შენ ვის რაში დაკარგვიხარ”
“ჩემი შვილი წავა, შენი აქ ეგდოს”
“მე უშრომელად მაჭმევს ბიძო ბიუჯეტიდან, შენ ჯანდაბამდე გზა გქონია”
“შენ 20 წელი საბერძნეთში გაუსაძლისი შრომით თბილისში ბინა იყიდე და ვერც ჩამოდიხარ? ნუ იღელვებ, აგერაა რუსი, მიეცი ჩალის ფასად”
The post რამდენ ათას ადამიანს შეეხება უვიზო მიმოსვლის აკრძალვა და როგორ – სტატისტიკა appeared first on .
What's Your Reaction?






