რამზან კადიროვმა “გროზნოს საპატიო მოქალაქის” წოდება მიანიჭა თავის უფროს ვაჟს
ჩეჩნეთის მეთაურის უფროსმა ვაჟმა ახმატ კადიროვმა, გროზნოს “საპატიო მოქალაქის” წოდება მიიღო მამისგან, რამზან კადიროვისგან. წოდების გადაცემის ცერემონია გაიმართა ტრაგიკულად დაღუპული ჩეჩენი მოჭიდავის, ბუვაისარ საიტიევის სახელობის სპორტული ჭიდაობის ცენტრის გახსნისას. 19 წლის ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრია. როგორც რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქცია წერს, უცნობია, რა დამსახურებისთვის მიენიჭა რამზან კადიროვის უფროს ვაჟს “საპატიო მოქალაქის” წოდება. ჩეჩნეთის […]


ჩეჩნეთის მეთაურის უფროსმა ვაჟმა ახმატ კადიროვმა, გროზნოს “საპატიო მოქალაქის” წოდება მიიღო მამისგან, რამზან კადიროვისგან. წოდების გადაცემის ცერემონია გაიმართა ტრაგიკულად დაღუპული ჩეჩენი მოჭიდავის, ბუვაისარ საიტიევის სახელობის სპორტული ჭიდაობის ცენტრის გახსნისას.
19 წლის ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრია. როგორც რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქცია წერს, უცნობია, რა დამსახურებისთვის მიენიჭა რამზან კადიროვის უფროს ვაჟს “საპატიო მოქალაქის” წოდება.
ჩეჩნეთის მეთაურის ტელეგრამ არხში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიიღო გროზნოს დუმამ, თუმცა, Kavkaz.realii-ს ცნობით, ამასთან დაკავშირებით არანაირი შესაბამისი დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა.
2024 წლის ოქტომბერში ახმატ კადიროვმა აუკრძალა თანამემამულეებს პოპ- ММА-ის ტურნირებში მონაწილეობა და აღნიშნა, რომ ეს იყო “უკანასკნელი გაფრთხილება”, წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩებისთვის მიიღებდა “კონკრეტულ ზომებს”.
ჩეჩნეთის მეთაურის კიდევ ერთი (მესამე) ვაჟი, 17 წლის ადამ კადიროვი, ცოტა ხნის წინ დაინიშნა რესპუბლიკის შსს-ს სამმართველოს კურატორად. 2023 წლის ნოემბერში ადამ კადიროვს ჩააბარეს “ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილება”, რის გამოც ის “რუსეთის რეკორდების წიგნშიც” კი მოხვდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი. თანამდებობაზე დანიშვნის დროს ადამ კადიროვი 15 წელის იყო.
უმცროსი კადიროვის ცნობადობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც საგამოძიებო იზოლატორში მან სცემა ბრალდებულს – ყურანი დაწვის გამო დაპატიმრებულ ნიკიტა ჟურაველს. რამზან კადიროვის ვაჟს რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა. მალე რუსეთის სხვა რეგიონებმაც დაიწყეს მისი დაჯილდოება: მოზარდმა მიიღო უმაღლესი ორდენები თათრეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში. ადამ კადიროვი დაჯილდოვდა არაერთი ჩეჩნური ორდენითა და მედლით, მათ შორის “ერის სიამაყე”, “ისლამის მსახურებისთვის” , რუსეთის შრომის ღირსების მედალი“ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამ ჯილდოებისა და წოდებების ნაწილის მიღება არ შეეძლო მიეღო ადამ კადიროვს ასაკის გამო.
ფორუმი
What's Your Reaction?






